ჯუანშერ ბურჭულაძე ბრიუსელში ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

Read Time:39 Second

ბრიუსელში მიმდინარე ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ალიანსის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარესთან, ადმირალ რობ ბაუერთან გამართა შეხვედრა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჯუანშერ ბურჭულაძემ ნატო-ს უმაღლეს სამხედრო წარმომადგენელს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ქვეყნის ალიანსში გაწევრიანების გზაზე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ რეგიონში რუსეთის მხრიდან მზარდი სამხედრო აგრესიის ფონზე, ნატო-ს მტკიცე პოზიციასა და ღია კარის პრინციპის დაცვას დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ადმირალ ბაუერთან შეხვედრაზე ჯუანშერ ბურჭულაძემ თავდაცვის ტრანსფორმაციის პროცესზეც ისაუბრა. მინისტრის განცხადებით, ნატო-სთან და სტრატეგიულ პარტნიორებთან აქტიური თანამშრომლობით საქართველო განაგრძობს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებას და ნატოსთან თავსებადი თავდაცვის ძალების შექმნას.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ნატო-სა და საქართველოს შორის სამხედრო თანამშრომლობის საკითხებს, მათ შორის მარტში დაგეგმილ ნატო-საქართველოს სწავლებას, რომელსაც საქართველო უკვე მესამედ უმასპინძლებს.

საუბრისას ასევე ყურადღება გამახვილდა შავი ზღვის სტრატეგიულ დისკუსიებში საქართველოს მონაწილეობასა და საქართველოს მნიშვნელოვან კონტრიბუციაზე საერთაშორისო მისიებში.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post იენს სტოლტენბერგი – არ ვიცით, რა მოხდება უკრაინაში, თუმცა ვითარება აჩვენებს, რომ ჩვენ ევროპული უსაფრთხოების კრიზისის წინაშე ვართ
Next post ირაკლი კობახიძე: ჯაფარიძეს რომ ეღიარებინა დანაშაული, თავისუფლად შეიძლებოდა ჩვენი გადაწყვეტილება ყოფილიყო განსხვავებული