ირაკლი კობახიძე: ჯაფარიძეს რომ ეღიარებინა დანაშაული, თავისუფლად შეიძლებოდა ჩვენი გადაწყვეტილება ყოფილიყო განსხვავებული

Read Time:42 Second

ფორმალურ-სამართლებრივი საფუძვლები რა თქმა უნდა, არსებობდა: კონსტიტუციაში წერია მარტივად, რომ თუ პირს შეეფერდა სასჯელი, ამ შემთხვევაში პარლამენტს შეუძლია ამ დეპუტატს მანდატი შეუწყვიტოს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისივე თქმით, ამის მიუხედავად, ოპოზიციამ ესეც კი სადავო გახადა.

„თუმცა საქმე რაშია: ხანდაზმულობა ნიშნავს იმას, რომ არ აღსრულდება განაჩენი, მაგრამ თავისთავად დანაშაულის ფაქტი დგინდება სასამართლოს მიერ, ხანდაზმულობის მიუხედავად და კონკრეტული სასჯელიც შეეფარდება. თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა როგორც ჯაფარიძეს, ისე ხაზარაძეს, ოღონდ აღსრულების გარეშე. ეს არის მოცემულობა და ესეც სადავოდ გახადეს“, – აღნიშნა კობახიძემ.

მისივე თქმით, ბადრი ჯაფარიძემ ჩადენილი დანაშაული არ აღიარა. „მას რომ ეღიარებინა, აქ თავისუფლად შეიძლებოდა ჩვენი გადაწყვეტილება ყოფილიყო განსხვავებული. აღიარებით შენ არ უპირისპირდები სისტემას. ამ შემთვევაში ჯაფარიძემ აირჩია სხვა გზა, ისევე როგორც ხაზარაძემ. ის დაუპირისპირდა სისტემას და თქვა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ დაავალა სასამართლოს განაჩენის გამოტანა, მაშინ, როდესაც ეს საქმე თეთრი ძაფით არის ნაკერი“, – განაცხადა კობახიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ჯუანშერ ბურჭულაძე ბრიუსელში ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
Next post ნიკო კვარაცხელიას დედა შვილის მკვლელობაში ბრალდებულებისთვის სამუდამო პატიმრობის შეფარდებას ითხოვს