ჯოზეფ ბორელი – მივესალმები აზერბაიჯანისა და სომხეთის მინისტრების შეხვედრას, რომელიც თბილისში გაიმართა

Read Time:25 Second

ჩვენ მხარს ვუჭერთ ყველა ძალისხმევას, რათა სამხრეთ კავკასია იქცეს უსაფრთხო, სტაბილურ და აყვავებულ სივრცედ მისი ყველა მცხოვრებლისთვის, – ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო საკითხთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა ბრიუსელში, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვთან გამართულ შეხვედრასთან დაკავშირებით განაცხადა.

„ჩვენ ასევე განვიხილეთ უფრო ფართო რეგიონული საკითხები და სამეზობლო ურთიერთობები, კერძოდ, სომხეთთან. ამასთან დაკავშირებით, მივესალმები აზერბაიჯანისა და სომხეთის მინისტრების შეხვედრას, რომელიც შაბათს, თბილისში გაიმართა. ევროკავშირი მზადაა, მხარი დაუჭიროს ამ ძალისხმევას და აქტიურად მუშაობს, რათა დაეხმაროს უთანხმოების დაძლევასა და გადაწყვეტილებების პოვნაში“, – ნათქვამია ბორელის წერილობით განცხადებაში.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ალექსეი რეზნიკოვი – უკრაინას სჭირდება მინიმუმ 50 ერთეული HIMARS-ისა და M270-ის ტიპის არტილერია რუსული თავდასხმების შესაჩერებლად
Next post პაატა მანჯგალაძე – სექტემბრიდან ფართომასშტაბიანი აქციები უნდა დავიწყოთ – ვითარება საგანგებოა და ღონისძიებებიც საგანგებოა საჭირო