პაატა მანჯგალაძე – სექტემბრიდან ფართომასშტაბიანი აქციები უნდა დავიწყოთ – ვითარება საგანგებოა და ღონისძიებებიც საგანგებოა საჭირო

Read Time:42 Second

სექტემბრიდან ფართომასშტაბიანი აქციები უნდა დავიწყოთ – ვითარება საგანგებოა და ღონისძიებებიც საგანგებოა საჭირო, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მხრიდან მოსამართლეზე შესაძლო ზეწოლის თემის წამოწევა ანტიდასავლური და ანტიამერიკული პროპაგანდის ნაწილია.

„მათი პროპაგანდის მიზანია ქვეყანას ჩამოაშორონ პარტნიორები, მარტო დატოვონ რუსეთის პირისპირ და მერე გვითხრან – რუსეთის გარდა სხვა არჩევანი არ გვაქვს და დასავლეთმა მიგვატოვაო. ჩვენ ყველა რესურსი უნდა დავხარჯოთ, რომ ვამხილოთ „ქართული ოცნება“ და გადავიდეთ ქმედებებზე. ვითარება არის ძალიან საგანგაშო, საგანგებო და ნახევარზომებით ამას ვერ დავასრულებთ, ამიტომ ჩვენი ქმედებებიც უნდა იყოს საგანგებო, იმიტაცია კი არ უნდა შევქმნათ ევროპული პროცესის და დემოკრატიის, არამედ სექტემბრიდან დავიწყოთ ფართომასშტაბიანი აქციები, რომ ხალხმა ხელისუფლებას მიაწვდინოს ხმა და დაიბრუნოს ძალაუფლება. სხვა გამოსავალი არ გვაქვს, ვითარება საგანგებოა და ღონისძიებებიც საჭიროა საგანგებო.

ივანიშვილი დასავლეთს ევაჭრება, რომ თუ მილიარდებს არ დაუბრუნებს და სანქციებით დაემუქრება, გახდება პრორუსი და ფეხებზე დაიკიდებს ქვეყნის არჩევანს,“ – განაცხადა მანჯგალაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ჯოზეფ ბორელი – მივესალმები აზერბაიჯანისა და სომხეთის მინისტრების შეხვედრას, რომელიც თბილისში გაიმართა
Next post ირაკლი ღარიბაშვილი: თურქმენეთის პრეზიდენტთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გასაღრმავებლად ახალი შესაძლებლობები განვიხილეთ