ალექსეი რეზნიკოვი – უკრაინას სჭირდება მინიმუმ 50 ერთეული HIMARS-ისა და M270-ის ტიპის არტილერია რუსული თავდასხმების შესაჩერებლად

Read Time:36 Second

უკრაინის თავდაცვის მინისტრი ალექსეი რეზნიკოვი აცხადებს, მის ქვეყანას სჭირდება მინიმუმ 50 ერთეული HIMARS-ისა და M270-ის ტიპის არტილერია რუსული თავდასხმების შესაჩერებლად, ხოლო 100 ერთეულის შემთხვევაში კი წარმატებულ კონტრშეტევას განახორციელებს. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ რეზნიკოვმა „ატლანტიკური საბჭოს“ მიერ ორგანიზებულ დისკუსიაზე განაცხადა.

მისი თქმით, ასობით დასავლური სარაკეტო სისტემის არსებობა „თამაშის წესების შეცვლას“ შეუწყობს ხელს.

რეზნიკოვის განცხადებით, მოკავშირეების მიერ გადაცემული რაკეტსაწინააღმდეგო საზენიტო სისტემა უკვე დაეხმარა უკრაინულ ძალებს რუსების 30-მდე სამეთაურო პუნქტისა და საწყობის განადგურებაში, რამაც მნიშვნელოვნად შეანელა მოწინააღმდეგის შეტევა და მათი მხრიდან საარტილერიო დაბომბვის ინტენსივობა მკვეთრად შეამცირა.

„ჩვენ მადლობელი ვართ ყველა ჩვენი პარტნიორის HIMARS-ისა და M270-ისთვის. მტრის ეფექტიანად შესაკავებლად, ჩვენ გვჭირდება მინიმუმ 50 ერთეული ასეთი სისტემა იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი ფრონტი თითქმის 2 500 კილომეტრია“, – აღნიშნა მინისტრმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გელათში კედლის მხატვრობის გადარჩენის მიზნით, სამონასტრო კომპლექსს იტალიელი სპეციალისტების გაფართოებული ჯგუფი ეწვია
Next post ჯოზეფ ბორელი – მივესალმები აზერბაიჯანისა და სომხეთის მინისტრების შეხვედრას, რომელიც თბილისში გაიმართა