წინასწარი შეფასებით, საქართველოში 2018 წელს ეკონომიკა 4,8 პროცენტით გაიზარდა

Read Time:24 Second

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, საქართველოში 2018 წლის დეკემბერში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით,  რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 5,6 პროცენტი შეადგინა. ხოლო 2018 წელს ეკონომიკის საშუალო რეალური ზრდა 4,8 პროცენტით განისაზღვრა.

სტატისტიკოსების ინფორმაციით, 2018 წლის დეკემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდა შეინიშნებოდა დამამუშავებელ მრეწველობაში, მშენებლობაში, სასტუმროებისა და რესტორნების, ასევე უძრავი ქონებით ოპერაციებისა და მომხმარებლისთვის სხვა მომსახურების გაწევის დარგებში.

რაც შეეხება კლებას, შემცირება ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება-განაწილების დარგში, ასევე ტრასპორტისა და საფინანსო საქმიანობის სფეროებში ფიქსირდება.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ლაგოდეხში ავარიას 5 წლის ბავშვი ემსხვერპლა
Next post თბილისში, ქეთევან წამებულის გამზირზე ბუნებრივი აირის ნამწვით, წინასწარი ინფორმაციით, შვიდი ადამიანია გარდაცვლილი