ჩვენს მეგობრობაზე მიუთითებს ისიც, რომ ყველა საკითხს მეგობრულად განვიხილავთ: დიალოგის, ურთიერთპატივისცემისა და ურთიერთგაგების გზით.

Read Time:1 Minute, 1 Second

 ამ მიზნით სპეციალური იურიდიული კომისია შეიქმნა ჩვენს ქვეყნებს შორის და ისინი გააძლიერებენ მუშობას, – ამის შესახებ „ქრონიკასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში საგარეო ურთიერთიბების საკითხებში აზერბაიჯანის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჰიქმედ აჯიევმა განაცხადა. მისივე თქმით, საქართველო და აზერბაიჯანი მეგობარი ქვეყნები არიან, არსებობს კონსულტაციისა და დიალოგის ღია მექანიზმები. მისივე განცხადებით, საზღვართან დაკავშირებული მსგავსი პრობლემები არაერთ ქვეყანას შორის იქმნება. „გამოძიების საკითხი უმეტესად საქართველოს საშინაო საქმეს წარმოადგენს. საქმეს იძიებს საქართველოს სამართალდამცველი უწყება. შესაბამისად, არ მაქვს უფლბა, ამაზე კომენტარი გავაკეთო, თუმცა, შემიძლია ვთქვა, რამდენადაც საქართველო და აზერბაიჯანი მეგობარი ქვეყნები არიან, არსებობს კონსულტაციისა და დიალოგის ღია მექანიზმები ნებისმიერი საკითის განსახირლველად. სწორედ ჩვენს მეგობრობაზე მიუთითებს ისიც, რომ ყველა საკითხს მეგობრულად განვიხილავთ: დიალოგის, ურთიერთპატივისცემისა და ურთიერთგაგების გზით. ამ მიზნით სპეციალური იურიდიული კომისია შეიქმნა ჩვენს ქვეყნებს შორის და ისინი გააძლიერებენ მუშობას. საზღვართან დაკავშირებული მსგავსი პრობლემები არაერთ ქვეყანას შორის იქმნება. მაგალითად, ამ დრომდე ღიად რჩება მსგავსი საკითხები ამერიკის შეერთებულ შტატებსა და მის მეზობელ ქვეყნებს შორის. მხოლოდ კუნძულოვან ქვეყნებს არ აქვს მსგავსი პრობლემები, ხოლო იქ სადაც არსებობს სასაზღვრო ხაზი, მსგავსი პრობლემების წარმოშობა ყოველთვის შესაძლებელია. თუმცა, ამ სიტუაციაში მთავარი ისაა, რომ აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ურთიერთობა ეყრდნობა ურთიერთნდობასა და პატივისცემას. დიალოგის გზით ჩვენ იმედი გვაქვს, გადავჭრით ამ საკითხს მეგობრულად ქართველი და აზერბაიჯანელი ხალხისთვის. გავხსნით კიდევ ერთ ახალ თავს ორმხივ თანამშრომლობაში. კიდევ უფრო გავაძლიერებთ ორ ქვეყანას შორის მეგობრობასაც“, – განაცხადა ჰიქმედ აჯიევმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post იოსებ ხახალეიშვილი: ინდივიდუალური შეხვედრები უფრო მეტ საშუალებას მაძლევს, ჩემი თანაქალაქელების შეხედულებებს თუ პრობლემებს გავეცნო
Next post კახა კალაძე: რეგიონში სოფლის მეურნეობისა და მეწარმეობის განვითარების მხარდაჭერა მომდევნო წლებშიც გაგრძელდება