იოსებ ხახალეიშვილი: ინდივიდუალური შეხვედრები უფრო მეტ საშუალებას მაძლევს, ჩემი თანაქალაქელების შეხედულებებს თუ პრობლემებს გავეცნო

Read Time:35 Second

“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მოსახლეობასთან  იდნივიდუალური შეხვედრების ფორმატში საფიჩხიის მუნიციპალიტეტის ევდოშვილის, ნეკრასოვის, ბაგრატიონის ქუჩებისა და  ავტოქარხნის მუნიციპალიტეტის ხარებავას ქუჩის მოსახლეობას შეხვდა.
საკუთარი საარჩევნო პროგრამისა და სამომავლო გეგების გაცნობის შემდეგ, მოისმინა მოქალაქეების პრობლემები, პოლიტიკური შეხედულებები, შენიშვნები, რჩევები. ისაუბრა საარჩევნო პროგრამის პრიორიტეტებზე, ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე, ქუთაისში განათლების, კულტურის, მედიცინის ხელშეწყობასა და თითოეული მოქალაქის ჩართულობის სურვილზე ქალაქის პრობლემების მოგვარების საკითხში.
“ინდივიდუალური შეხვედრები უფრო მეტად მაძლევს საშუალებას გავეცნო ჩემი თანაქალაქელების შეხედულებებს და პრობლემებს. მოქალაქეების პრობლემები თუ მიდგომები, განსხვავდება ერთმანეთისგან, მაგრამ საერთო ერთია –  მათ უნდათ მშვიდობიანად ცხოვრება მოწესრიგებულ და  ლამაზ ქალაქში. ჯერ კიდევ არსებულ პრობლემებს აუცილებლად მოვაგვარებთ, ჩვენი მოქალაქეების თანადგომით, საერთო საქმისათვის ერთად ყოფნით ეს კიდევ უფრო მალე გახდება შესაძლებელი”, – განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ჩიქოვანი – ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ზღვისპირა სოფლებს, ტურიზმის დიდი პოტენციალი აქვსთ და ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა, როგორ შეიძლება ხელი შევუწყოთ ამ მიმართულებას
Next post ჩვენს მეგობრობაზე მიუთითებს ისიც, რომ ყველა საკითხს მეგობრულად განვიხილავთ: დიალოგის, ურთიერთპატივისცემისა და ურთიერთგაგების გზით.