საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინსტიტუტი „ტექინფორმი“ FAO-ს ASTI-ის მასშტაბურ საპილოტე პროექტში ჩაერთო

Read Time:57 Second

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო და ტექნიკური ინფორმაციის ინსტიტუტმა („ტექინფორმი“), გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ინდიკატორების ქსელის (ASTI) სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

მისივე ცნობით, ღონისძიება FAO-ს სათავო ოფისში, რომში (იტალია) გაიმართა და მასში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტთან ერთად, მონაწილეობდნენ საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია და საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური.

ინსტიტუტ „ტექინფორმის“ დირექტორის მოადგილის, მარიამ რაზმაძის თქმით, ღონისძიების ფარგლებში ჩატარდა ორდღიანი „ვორქშოპი“, რომელსაც ესწრებოდნენ FAO-ს სტატისტიკის სამმართველოს (ESS), ინოვაციების ოფისის (OIN), კვლევითი ცენტრის NARI-სა და სტატისტიკის ოფისის (NSO) ექვსი ქვეყნის თორმეტამდე მონაწილე. ასევე, ღონისძიების მონაწილე ქვეყნებთან და ორგანიზაციებთან თანამშრომლობით ჩამოყალიბდა ჯგუფი, რომელსაც „ტექინფორმი“ უხელმძღვანელებს.

„ორდღიანი ინტენსიური “ვორქშოპი” საკმაოდ ნაყოფიერად ჩატარდა. განვიხილეთ სოფლის მეურნეობაში ინდიკატორების გამოვლენის მეთოდოლოგია და ინსტიტუციონალიზაციის გზები, რომელიც ASTI-ის მიერაა შემუშავებული. ასევე, ექვსი ქვეყნის წარმომადგენლებმა მივიღეთ ინფორმაცია, ეროვნულ დონეებზე სტატისტიკური და სამეცნიერო მონაცემების დათვლისა და დამუშავების მოდელების შესახებ და გამოიკვეთა საუკეთესო მაგალითები. საპილოტე პროექტის შესასრულებლად, შეხვედრის მონაწილე ქვეყნებში განსახორციელებლად დავსახეთ ერთობლივი ამოცანები. ამ საპილოტე პროექტში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და „ტექინფორმის“ ჩართულობა ძალზე მნიშვნელოვანი და დროულია. ინსტიტუტი, როგორც ქვეყნის სამეცნიერო პროდუქტიულობის შეფასების სამსახური, ეროვნულ დონეზე უხელმძღვანელებს დაგეგმილი სამუშაოების შესრულებას და ანალიტიკური მონაცემების დამუშავებას“, – აცხადებს მარიამ რაზმაძე

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
Next post „სასწრაფოდ! ბავშვი უმძიმეს მდგომარეობაშია“ – 8 წლის გიორგი ბერიშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება