კახა კალაძე: რეგიონში სოფლის მეურნეობისა და მეწარმეობის განვითარების მხარდაჭერა მომდევნო წლებშიც გაგრძელდება

Read Time:49 Second

ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ქალაქი საქართველოში ტოლერანტობის ერთ-ერთი მთავარი ცენტრია. ეს, როგორც პირადად ჩემთვის, ისე – ნებისმიერი ადამიანისთვის დასაფასებელი და პატივსაცემია. ონის მუნიციპალიტეტი და მთლიანად, ეს საოცარი მხარე, უნიკალური ბუნებითა და სამზარეულოთი გამოირჩევა, რაც ტურიზმის კიდევ ურო განვითარებისთვის, კარგი წინაპირობაა, – განაცხადა კახა კალაძემ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ წარდგენაზე, სადაც ადგილობრივებს ონში, ამბროლაურის, ონის, ცაგერის, მესტიისა და ლენტეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გოჩა ენუქიძე წარუდგინეს.

„ჩვენი ხელისუფლება კვლავაც აქტიურად გააგრძელებს ადგილობრივების მხარდაჭერასა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობასა და მოწესრიგებას. ბუნებრივია, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა და მომავალშიც მიექცევა ინფრასტრუქტურულ პროექტებს. ეს, როგორც ამ მუნიციპალიტეტში მცხოვრები, ისე მთელი რეგიონის ინტერესშია. მოგეხსენებათ, ხელისუფლების ძალისხმევით, ხორციელდება მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რომლის ფარგლებშიც, ახალი საავტომობილო გზით, საჩხერე-ონის მარშრუტი, სულ მცირე, ერთი საათით შემცირდება. ეს 55-კილომეტრიანი მონაკვეთი, რომლის სამუშაოც მიმდინარეობს, მომდევნო წელს უკვე დასრულდება. 2012 წლიდან, მასშტაბური ინფრასტრუქტურული, გარემოსდაცვითი პროექტებისა და ტურიზმის განვითარების პარალელურად, დიდი ყურადღება ექცევა რეგიონში სოფლის მეურნეობისა და მეწარმეობის განვითარებას. სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამებით არაერთმა ადამიანმა ისარგებლა და რა თქმა უნდა, მომდევნო წლების განმავლობაშიც გაგრძელდება მხარდაჭერა და მუშაობა“ – განაცხადა კახა კალაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ჩვენს მეგობრობაზე მიუთითებს ისიც, რომ ყველა საკითხს მეგობრულად განვიხილავთ: დიალოგის, ურთიერთპატივისცემისა და ურთიერთგაგების გზით.
Next post სოზარ სუბარი გარეჯის საკითხზე: ისტორია განსჯის და მიუჩენს ადგილს მოღალატეების გვერდით ყველა იმ ადამიანს, ვინც ამაში მონაწილეობდა