სოზარ სუბარი გარეჯის საკითხზე: ისტორია განსჯის და მიუჩენს ადგილს მოღალატეების გვერდით ყველა იმ ადამიანს, ვინც ამაში მონაწილეობდა

Read Time:37 Second

სოზარ სუბარი გარეჯის საკითხზე: ისტორია განსჯის და მიუჩენს ადგილს მოღალატეების გვერდით ყველა იმ ადამიანს, ვინც ამაში მონაწილეობდა უამრავ რამეს არა აქვს გამართლება. მაგალითად, ადამიანის მკვლელობას წესრიგის დამყარების მიზნით. წამებას არა აქვს გამართლება არც ერთ შემთხვევაში. ასევე არა აქვს არანაირი გამართლება ქვეყნის გაყიდვას, სამშობლოს ღალატს, ტერიტორიის გადაცემასა და გასხვისებას, – ამის შესახებ სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, სოზარ სუბარმა „იმედის“ გადაცემა „ნამდვილი რიცხვებში“ განაცხადა. მისი თქმით, ამის გამართლება არ შეიძლება არც პოლიტიკურად, არც სამართლებრივად. „ისტორია განსჯის და მიუჩენს ადგილს ყორღანაშვილებისა და მოღალატეების გვერდით ყველა იმ ადამიანს, ვინც ამაში მონაწილეობა მიიღო. 2 ადამიანს ბრალი აქვს წარდგენილი. სავარაუდოდ, გამოჩნდებიან სხვებიც და თვითონვე აღიარეს თავისი რეაქციებითა და წამოცდენებით, რომ 7080 მილიონზეა ლაპარაკი და მე არ მესმის, რა ფულზე შეიძლება ლაპარაკი, როდესაც ერთ გოჯ შენს მიწაზეა საუბარი“,- განაცხადა სოზარ სუბარმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კახა კალაძე: რეგიონში სოფლის მეურნეობისა და მეწარმეობის განვითარების მხარდაჭერა მომდევნო წლებშიც გაგრძელდება
Next post კახა კალაძე: მჯერა, 31 ოქტომბერს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს