კახა კალაძე: მჯერა, 31 ოქტომბერს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს

Read Time:26 Second

31 ოქტომბერს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება გვაქვს მისაღები. ეს როგორც თქვენ, აქ მცხოვრებლებს, ასევე მთელ საქართველოს ეხება – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ამბროლაურის, ონის, ცაგერის, მესტიისა და ლენტეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, გოჩა ენუქიძის წარდგენისას განაცხადა.

„მჯერა, რომ 31 ოქტომბერს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას და ეს იქნება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, ერთად საქართველოს წარმატებისთვის“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ დღეს ონში, ამბროლაურის, ონის, ცაგერის, მესტიისა და ლენტეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს გოჩა ენუქიძეს წარადგენს.

საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post სოზარ სუბარი გარეჯის საკითხზე: ისტორია განსჯის და მიუჩენს ადგილს მოღალატეების გვერდით ყველა იმ ადამიანს, ვინც ამაში მონაწილეობდა
Next post ღვინის სააგენტოს ინფორმაციით, წელს რაჭაში ღვინო „ხვანჭკარას“ სანედლეულო ბაზის, ალექსანდროულისა და მუჯურეთულის უპრეცედენტო რაოდენობას, 2 500 ტონამდე მოსავალს ელოდებიან