შალვა პაპუაშვილი: რაც შეეხება ე.წ. ფარულ ურთიერთობებს რუსეთთან, ესეც არის იმ პროპაგანდის ნაწილი, რაშიც ერთი მილიონი დოლარია გადახდილი. აი, ამ პროპაგანდით ცდილობენ საქართველოს დაზიანებას

Read Time:1 Minute, 11 Second

უკრაინის მხარდამჭერი ქვეყნების კოალიციაში, საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც არ აქვს დიპლომატიური ურთიერთობა რუსეთთან. მე მგონი ამით ყველაფერი ნათქვამია,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რუსეთთან ე.წ. ფარული ურთიერთობა არის იმ პროპაგანდის ნაწილი, რაშიც ერთი მილიონი დოლარია გადახდილი. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს რუსეთთან სახმელეთო საზღვარი აქვს და სანქციის დარღვევის დიდი რისკია, არცერთი ასეთი ფაქტი არ მომხდარა და არ დადასტურებულა.

,,რაც შეეხება, ე.წ. ფარულ ურთიერთობებს რუსეთთან, ესეც არის იმ პროპაგანდის ნაწილი, რაშიც ერთი მილიონი დოლარი არის გადახდილი და აი, ამ პროპაგანდით ცდილობენ საქართველოს დაზიანებას და რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში, მედია უნდა იყოს ფრთხილი და მობილიზებული იმისთვის, რომ ასეთ პროპაგანდას არ აყვეს. საქართველოს ხელისუფლება და მგონი, ამაში დარწმუნდა ყველა, რომ ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის გარეთაც აკეთებს ერთადერთ საქმეს, ეს არის ქართული საქმე და ის საქმე, რომელიც ჩვენს საზოგადოებას და ჩვენს მოსახლეობას ჭირდება. მე მგონი, როდესაც შევაჯამებთ ჩვენ 2022 წელს, ამაში ყველა ვრწმუნდებით იმით, რომ ერთი, ჩვენ საერთაშორისო არენაზე აბსოლუტურად პატიოსნად და კეთილსინდისიერად ვართ იმ კოალიციის ნაწილი, რომელიც გვერდში უდგას უკრაინას და უკრაინელ ხალხ. ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც არის რუსეთთან მოსაზღვრე ქვეყანა და შესაბამისად, რა თქმა უნდა, რისკები სანქციის დარღვევის არსებობს, როდესაც არის პირდაპირი სახმელეთო საზღვარი, მაგრამ ამ პერიოდში, არცერთი ფაქტი, მიუხედავად იმისა, რომ მილიონი დოლარის გადახდილი კამპანია მიმდინარეობს საქართველოს წინააღმდეგ და სამწუხაროდ, ბრალდებები გვესმის ქართველი პოლიტიკოსებისგან და მედიისგან და ჩართულები არიან პირდაპირ საკუთარი სამშობლოს წინააღმდეგ კამპანიაში. სანქციების გვერდის ავლის არცერთი ფაქტი, ნული ფაქტი დადასტურდა,’’ – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი კობახიძე: ერთ მხარეს სააკაშვილი, მეორე მხარეს ესებუა – ორი უმძიმესი დამნაშავე, ორივეს ადვოკატობას იმსახურებს შალვა ხაჭაპურიძე
Next post ირაკლი კობახიძე: პირობას ვდებ ქართული საზოგადოების წინაშე, რომ სააკაშვილის თემაზე ამნისტიის კანონის მიღება პარლამენტის მიერ არის გამორიცხული