ირაკლი კობახიძე: პირობას ვდებ ქართული საზოგადოების წინაშე, რომ სააკაშვილის თემაზე ამნისტიის კანონის მიღება პარლამენტის მიერ არის გამორიცხული

Read Time:42 Second

პირობას ვდებ ქართული საზოგადოების წინაშე, რომ სააკაშვილის თემაზე ამნისტიის კანონის მიღება პარლამენტის მიერ არის გამორიცხული, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განუცხადა.

ამნისტია გამორიცხულია. ჩვენ საუბარი გვქონდა თეორიულ ვარიანტებზე – ამნისტიის მიღება ამ თემაზე პარლამენტის მიერ გამორიცხულია. ამნისტია არის ისეთი კანონი, რომელიც უნდა შეეხოს პირთა აბსტრაქტულ წრეს. არ შეიძლება, ერთ კონკრეტულ ადამიანს მოერგოს ამნისტიის კანონი. აქედან გამომდინარე, ჩვენ ბოლომდე დავიცავთ პრინციპებს – აბსოლუტურად გამორიცხულია, რომ ერთ კაცს მოვარგოთ ამნისტიის კანონი. 9000-ვე პატიმარი, რაღაც დოზით, თუნდაც ყველაზე მძიმე პატიმრები, მათ შორის სააკაშვილიც, შეიძლება იწვევდნენ თანაგრძნობას. რა თქმა უნდა, ადამიანური ამბავია, მაგრამ ჰუმანიტარული მოსაზრებებით 9000 პატიმრის გათავისუფლება არის გამორიცხული. განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ეხება ერთ-ერთ ყველაზე მძიმე დანაშაულებში მხილებულ პატიმარს. ამდენი ადამიანი არცერთ პატიმარს არ გაუმწარებია. აქედან გამომდინარე, რა ჰუმანიტარულ მოსაზრებებზეა საუბარი? პირობას ვდებ ქართული საზოგადოების წინაშე, რომ სააკაშვილის თემაზე ამნისტიის კანონის მიღება პარლამენტის მიერ არის გამორიცხული“, – აცხადებს კობახიძე.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post შალვა პაპუაშვილი: რაც შეეხება ე.წ. ფარულ ურთიერთობებს რუსეთთან, ესეც არის იმ პროპაგანდის ნაწილი, რაშიც ერთი მილიონი დოლარია გადახდილი. აი, ამ პროპაგანდით ცდილობენ საქართველოს დაზიანებას
Next post სტრასბურგის სასამართლოს თანახმად გიორგი უგულავას დაკავება იყო კანონიერი და არ იკვეთებოდა პოლიტიკური მოტივები