შალვა პაპუაშვილი: დევი ჭანკოტაძეს და ყველას მოგმართავთ, არ შეიძლება ცუდი მინიშნებები, ვინმე თუ გეგმავს ძალადობრივ აქციას, არ ვიცი, თორემ მშვიდობიან აქციაზე რა უნდა მოხდეს, ვერ წარმომიდგენია

Read Time:39 Second

ვინმე თუ გეგმავს, აქცია იყოს ძალადობრივი, არ ვიცი, თორემ მშვიდობიან აქციაზე რა უნდა მოხდეს, ვერ წარმომიდგენია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

აღნიშნული განცხადება პაპუაშვილმა მას შემდეგ გააკეთა, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დევი ჭანკოტაძემ პარლამენტის სხდომაზე განაცხადა: „ჩემი, როგორც ადამიანის, როგორც სამხედროს, გენერლის რჩევაა, გაიტანეთ ეს კანონი. ეს გამოიწვევს ძალიან ცუდ მოვლენებს. ერთი ადამიანიც რომ დაიღუპოს, ეს ძალიან ცუდად დამთავრდება“.

„დევი ჭანკოტაძეს და ყველას მინდა მოგმართოთ, აქ რაღაც ძალიან ცუდი მინიშნებები მგონი, არ შეიძლება. არ მგონია, ვინმე გეგმავდეს ძალადობრივ აქციებს. თუ ვინმე გეგმავს, აქცია იყოს ძალადობრივი, არ ვიცი, თორემ მშვიდობიან აქციაზე რა უნდა მოხდეს, მე ვერ წარმომიდგენია. მშვიდობიან აქციაზე რა უნდა მოხდეს? აბა რაზეა საუბარი. ხოდა, პროვოკაციები არ დაუშვათ, ვინც ხართ ხოლმე იმ აქციაზე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით განიხილავენ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მამუკა მდინარაძე დევი ჭანკოტაძეს: თქვენ რაც ბრძანეთ – ახლა იქ ვინმე რომ მოკვდესო, ეს ძალიან ცუდი მინიშნება იყო, რას ნიშნავს მოკვდეს? „ნაცები“ კი არ ვართ „რობოკოპი“ ვინმეს მოსაკლავად გვყავდეს
Next post მამუკა მდინარაძე: ომის დაწყება თუ გინდათ, თქვით – იმ ხალხთან ჩამოდიო ნაცვლიშვილი რომ მეუბნება, მართლა რომ ჩავიდე და ვიღაცამ რაღაცა ქნას, მერე რას შვრებით ხალხო?