მამუკა მდინარაძე: ომის დაწყება თუ გინდათ, თქვით – იმ ხალხთან ჩამოდიო ნაცვლიშვილი რომ მეუბნება, მართლა რომ ჩავიდე და ვიღაცამ რაღაცა ქნას, მერე რას შვრებით ხალხო?

Read Time:55 Second

იმ ხალხთან ჩამოდიო ანა ნაცვლიშვილი რომ მეუბნება ორი დღეა, რომ ავდგე და მართლა ჩავიდე, თავი გავწირო და ვიღაცამ რაღაცა ქნას, ის მერე რას გამოიწვევს? ერთი, ათი, ოცი პროვოკატორი ყოველთვის აღმოჩნდება 1000, 2000, 10000 ადამიანში და არ შეიძლება, ასეთ რაღაცას რატომ კადრულობთ?, – ასე მიმართა მამუკა მდინარაძემ იმ დეპუტატებს, რომლებმაც მას მოუწოდეს, რომ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე მივიდეს და ხალხს დაელაპარაკოს.

„ბატონო დევი [ჭანკოტაძე], აი, თქვენ მოგმართეთ, მე მართლა არ ვიზამდი, რომ თქვენს წინააღმდეგ რაღაც აქცია იყოს, არ აქვს მნიშვნელობა ვისი დაორგანიზებულია და როგორ, თქვენს წინააღმდეგ რაღაც აქცია რომ იყოს, ახლა წამოდი იმ აქციაზეო, ასეთ რისკზე თქვენ არ შეგაგდებდით. ერთი, ათი, ოცი პროვოკატორი ყოველთვის აღმოჩნდება ათას, 2 ათას, 10 ათას ადამიანში და არ შეიძლება. მერე რამხელა ესკალაციას გამოიწვევდა. ომის დაწყება თუ გინდათ, თქვით. ეს როგორ შეიძლება? ეგ არ უნდა ვუთხრათ ერთმანეთს. იმ ხალხთან ჩამოდიო ანა ნაცვლიშვილი რომ მეუბნება ორი დღეა, რომ ავდგე და მართლა ჩავიდე, თავი გავწირო და ვიღაცამ რაღაცა ქნას, ის მერე რას გამოიწვევს? კაი, მე თავი რომ გადავდო და რომ შევაკვდე რაღაც იდეას, რაც თქვენ რუსულად მონათლეთ და სინამდვილეში, ჩემი რწმენით, არგუმენტებით ქართულია, მერე რას შვრებით ხალხო? ასეთ რაღაცას რატომ კადრულობთ?“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post შალვა პაპუაშვილი: დევი ჭანკოტაძეს და ყველას მოგმართავთ, არ შეიძლება ცუდი მინიშნებები, ვინმე თუ გეგმავს ძალადობრივ აქციას, არ ვიცი, თორემ მშვიდობიან აქციაზე რა უნდა მოხდეს, ვერ წარმომიდგენია
Next post DAILYMAIL: ვანგას პროგნოზი მესამე მსოფლიო ომის შესახებ რეალობად იქცა