შალვა ნათელაშვილი – 30 წელია, სწორედ ამერიკული „აირაი“ და „ენდიაი“ დგანან გაყალბებული არჩევნების სათავეებთან, განსაკუთრებით ალერგია აქვთ „ლეიბორისტული პარტიის“ წინააღმდეგ

Read Time:54 Second

30 წელია, სწორედ ამერიკული „აირაი“ და „ენდიაი“ დგანან გაყალბებული არჩევნების სათავეებთან, განსაკუთრებით ალერგია აქვთ „ლეიბორისტული პარტიის“ წინააღმდეგ, – წერს სოციალურ ქსელში პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი.

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის თქმით, სწორედ ეს ორგანიზაციები უწყობენ ხელს ანტიამერიკულ განწყობებს მოსახლეობაში.

„დიდ საიდუმლოს არ გაგიმხელთ, თუ გაგახსენებთ, რომ სწორედ ამერიკული ე.წ. აირაი და ენდიაი დგანან 30 წელია გაყალბებული არჩევნების სათავეებთან. მათ დაადასტურეს, გაათეთრეს და გაალეგიტიმურეს ყველა გაყალბებული არჩევნები საქართველოში 1995 წლიდან. განსაკუთრებით ალერგია აქვთ ლეიბორისტული პარტიის წინააღმდეგ – 68 პროცენტი რომ გვქონდა რეიტინგი, მაშინაც მაქსიმუმ ერთ პროცენტს გვიწერდნენ. დღესაც მორიგი პასკვილი გამოაცხო ენდიაიმ, სადაც ლეიბორისტული პარტია ნახსენებიც არაა, სამაგიეროდ მცირე, მაგრამ თურმე რაღაც კატეგორია თავის იდეებთან ახლოს მდგომად მიიჩნევს ანაბრების ქურდ ჩხარტიშვილის შექმნილ ე.წ. აღმაშენებელს და ახალგაზრდების თვალთდამთხრელი გახარიას პარტიას. ვაი, სირცხვილო. სწორედ თქვენ ქმნით და ხელს უწყობთ ანტიამერიკულ განწყობებს მოსახლეობაში და სწორედ ამით სარგებლობს რუსი ოლიგარქის რეჟიმი, როდესაც თავზე გამხობთ ყველაფერს, რომელსაც სხვათა შორის ასევე გაუთეთრეთ ამ ათი წლის მანძილზე ყველა ურცხვად გაყალბებული არჩევნები და რომლის შეტევებისგან ბოლოს მაინც ჩვენი დასაცავი ხდებით. აი, ასე ნადგურდება ქვეყნის მომავალი და ამგვარად იფლანგება მეგობარი ამერიკელი ხალხისგან აკრეფილი გადასახადები განკუთვნილი ჩვენს დასახმარებლად“, – წერს შალვა ნათელაშვილი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიორგი ვაშაძე – პაპუაშვილისა და კობახიძის მიზანია, როგორმე ჩაშალონ სამოქალაქო სექტორის პროცესი, ამაში ხელს არ შევუწყობთ, საერთოდ მიკვირს, კომისიაში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები რატომ დადიან
Next post შალვა პაპუაშვილმა გენერალური აუდიტორის პოსტზე ცოტნე ყავლაშვილის კანდიდატურა წარადგინა