ტედროს ადანომ გებრეისუსი – „კოვიდ-19“-ის პანდემია 2022 წელს უნდა დასრულდეს

Read Time:29 Second

„კოვიდ-19“-ის პანდემია 2022 წელს უნდა დასრულდეს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეისუსმა განაცხადა, რომლის კომენტარსაც „პოლიტიკო“ ავრცელებს.

„2022 წელი „კოვიდ-19“-ის პანდემიის დასასრული უნდა იყოს, გამომდინარე იქიდან, რომ ორი წელი ამ ვითარებაში ვართ, ჩვენ ძალიან კარგად ვიცნობთ ვირუსს და გვაქვს ყველა იარაღი“, – განაცხადა ტედროს ადანომ გებრეისუსმა.

მისი თქმით, ვაქცინის არსებული მარაგი საკმარისია იმისთვის, რომ 2022 წლის პირველი ნახევრისთვის მსოფლიო მოსახლეობის ზრდასრული ნაწილი სრულად აიცრას, ასევე ვაქცინის მარაგი საკმარისია რისკჯგუფებში მყოფი ადამიანების ბუსტერ დოზით აცრისთვის.

„თუ ჩვენ არ ავცრით მთელ მსოფლიოს, ვფიქრობ, პანდემიას ვერ დავასრულებთ“, – განაცხადა ტედროს ადანომ გებრეისუსმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ღარიბაშვილი – პანდემიის პერიოდში ქართველ ელჩებს უწევდათ მუშაობა ვაქცინების მოძიებაზე, საგანგებო ფრენების ორგანიზებაზე და მათი მხარდაჭერა სასიცოცხლო მნიშვნელობის იყო
Next post ირაკლი ღარიბაშვილი: არ მოვადუნებთ ყურადღებას, ვინაიდან ჩვენთვის მთავარი, დიდი ოცნება და მიზანი არის ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და დეოკუპაცია