ირაკლი ღარიბაშვილი: არ მოვადუნებთ ყურადღებას, ვინაიდან ჩვენთვის მთავარი, დიდი ოცნება და მიზანი არის ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და დეოკუპაცია

Read Time:42 Second

არც ერთი წუთით არ ვივიწყებთ და არ მოვადუნებთ ყურადღებას, ვინაიდან ჩვენთვის მთავარი დიდი ოცნება და მიზანი არის ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და დეოკუპაცია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების – ელჩების კონფერენციაზე განაცხადა, რომელიც ონლაინ-რეჟიმში გაიმართა.

მთავრობის მეთაურმა ქართველ ელჩებს საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზებისა და არაღიარების პოლიტიკის ეფექტური გატარების მიმართულებით გაწეული ძალისხმევისთვის მადლობა გადაუხადა.

„ჩვენი საერთო ძალისხმევის შედეგია და თქვენი, ძვირფასო ელჩებო, საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზება, არაღიარების პოლიტიკის ძალიან ეფექტური გატარება, ამ პროცესების ინტენსიფიკაცია, როგორც რეგიონში, ასევე საერთაშორისო არენაზე ყველა, მათ შორის უმაღლეს დონეზეც. ამიტომ, ამ მიმართულებით თქვენს მიერ გაწეული ძალისხმევა იმსახურებს ძალიან მაღალ შეფასებას და კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით ამისთვისაც. თქვენი კომპეტენტური მუშაობის შედეგია რუსეთის აგრესიული პოლიტიკის საერთაშორისო ასპარეზზე იზოლირება და ჩვენი ქვეყნის ინტერესების მაქსიმალურად დაცვა, ჩვენი პოზიციების მაქსიმალურად დაცვა, საქართველოს სამშვიდობო ინიციატივის მიმართ ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორების მხარდაჭერის მოპოვება და ამის გამყარება“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ტედროს ადანომ გებრეისუსი – „კოვიდ-19“-ის პანდემია 2022 წელს უნდა დასრულდეს
Next post ლადო კახაძე ანა ნაცვლიშვილს: თქვენ პატარა ხართ ასაკით და მითხარით, ტყუიხართო. ამაზე მეტი შეურაცხყოფა რა უნდა მიაყენო ჩემი ასაკის ადამიანს? ეს თქვენს გაზრდილობაზე და ოჯახიშვილობაზე მეტყველებს