ირაკლი ღარიბაშვილი – პანდემიის პერიოდში ქართველ ელჩებს უწევდათ მუშაობა ვაქცინების მოძიებაზე, საგანგებო ფრენების ორგანიზებაზე და მათი მხარდაჭერა სასიცოცხლო მნიშვნელობის იყო

Read Time:1 Minute, 9 Second

მადლობას გიხდით გაწეული საქმიანობისათვის, იმ წვლილისათვის, რაც საგარეო პოლიტიკური კუთხით საქართველოს არაერთ წარმატებაში მიგიძღვით, – ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ელჩების კონფერენციაზე, რომელიც ონლაინ-რეჟიმში გაიმართა.

ღარიბაშვილმა განსაკუთრებით გაუსვა ხაზი ვაქცინებისა და სამედიცინო აღჭურვილობის მოძიების პროცესში ქართველი დიპლომატების როლს და მინისტრ დავით ზალკალიანსა და დიპლომატებს მადლობა გადაუხადა.

„ბუნებრივია, ჩვენ ძალიან რთული პერიოდი გვქონდა, ბოლო ორი წელი პანდემია გაგრძელდა და თქვენ გიწევდათ მუშაობა ვაქცინებისა და სამედიცინო აღჭურვილობის მოძიებასა და მიწოდებაზე, დედამიწის სხვადასხვა კუთხეებში დარჩენილი ჩვენი მოქალაქეებისთვის საგანგებო ფრენების ორგანიზებაზე, ყველაფერზე, რაც ჩვენს მოქალაქეებს და ჩვენს ქვეყანას უკავშირდებოდა და თქვენი მხარდაჭერა, თქვენი ჩართულობა იყო ძალიან მნიშვნელოვანი, ხშირ შემთხვევაში, სასიცოცხლო მნიშვნელობის იყო, როგორც ჩვენი ქვეყნისთვის, ასევე ბიზნესის წარმომადგენლებისა და ჩვენი მოქალაქეებისთვის.

ამ რთულ ვითარებაში თქვენ გამოიჩინეთ მაღალი პროფესიონალიზმი, სოლიდარობისა და წარმატებული თანამშრომლობის მაგალითი უჩვენეთ მთელს საერთაშორისო საზოგადოებას. თქვენ მართლაც არაერთხელ შეძელით შეუძლებელი და მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადაგიხადოთ ყველას ჩვენი მთავრობის სახელით, პირადად ჩემი სახელით, მადლობა მინისტრს და მადლობა თითოეულ თქვენგანს. რა თქმა უნდა, ეს თავდაუზოგავი შრომა, ჩვენს პარტნიორებთან ერთად, თქვენი ჩართულობა და თავდადება დღეს მნიშვნელოვანია კიდევ უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე. მხოლოდ ასეთი ჩართულობით, საერთო ძალისხმევით შევძლებთ, ეს პანდემია ერთხელ და სამუდამოდ დავძლიოთ, დავამარცხოთ და გავაგრძელოთ ნორმალური ცხოვრება.

პანდემიამ დაგვანახა გლობალური საერთაშორისო ურთიერთობების სისტემის გამოწვევები უსაფრთხოების, ეკონომიკური თუ ჯანდაცვის მიმართულებებით. მე მჯერა, რომ არჩეული გზისა და ფასეულობების  ერთგულებით, მეგობრებსა და პარტნიორებთან ერთად, წარმატებით დავძლევთ ყველა სირთულეს, ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ხალხს გავიყვანთ სამშვიდობოს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ღარიბაშვილი – პრემიერობის პირველი დღიდან მთავარი ყურადღება გადატანილი მაქვს ეკონომიკის აღდგენაზე, წელს დავხურავთ ორნიშნა ეკონომიკური ზრდით, მთავარი ამოცანაა, ეს პროგრესი აისახოს თითოეულ მოქალაქეზე
Next post ტედროს ადანომ გებრეისუსი – „კოვიდ-19“-ის პანდემია 2022 წელს უნდა დასრულდეს