სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო წყალტუბოში 5 ყოფილ სანატორიუმს 21 მილიონ ლარად ყიდის

Read Time:33 Second

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო წყალტუბოში 5 ყოფილ სანატორიუმს 21 მილიონ ლარად ყიდის. ამის შესახებ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ „ინტერპრესნიუსისთვის“ მოწოდებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

როგორც უწყებაში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, წყალტუბოში 5 ყოფილი სანატორიუმის პრივატიზება სასტუმროს გახსნის მიზნით განიხილება. ამასთან, საპრივატიზებო პირობების ჩამოყალიბება ინვესტორების მხრიდან წარმოდგენილი დაინტერესებების საფუძველზე მოხდება.

რაც შეეხება ყოფილ სანატორიუმებს და მათ საპრივატიზებო ღირებულებას, 2018 წლის შეფასებების მიხედვით, სანატორიუმ „იმერეთის“, საპრივატიზებო ღირებულება 3 002 000 ლარია, პანსიონატი „სავანე“ – 2 058 000 , სტალინის აგარაკი, სანატორიუმი „წყალტუბო“- 8 457 000 ლარი , სანატორიუმი „ფილიალი“ – 1 969 100 ლარი , სანატორიუმი „მეგობრობა“ – 5 232 300 ლარი.

ამასთან, როგორს სააგენტოში „ინტერპრესნიუსთან“ განმარტავენ, გაყიდვის წინ კვლავ მოხდება სანატორიუმების ღირებულების გადაფასება, შესაბამისად, შესაძლოა, საპრივატიზებო ღირებულება მცირედით შეიცვალოს ან უცვლელი დარჩეს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კახა კალაძე – მართლაც მძიმე მდგომარეობაში უწევდათ ჭიათურაში მაღაროელებს მუშაობა – მთავარია, რომ შეთანხმება, რასაც ითხოვდნენ, მიღწეულია
Next post საქართველოში მუსიკალური საკუთრების დაცვა ინოვაციური ტექნოლოგიით იქნება შესაძლებელი