კახა კალაძე – მართლაც მძიმე მდგომარეობაში უწევდათ ჭიათურაში მაღაროელებს მუშაობა – მთავარია, რომ შეთანხმება, რასაც ითხოვდნენ, მიღწეულია

Read Time:40 Second
მართლაც მძიმე მდგომარეობაში უწევდათ ჭიათურაში მაღაროელებს მუშაობა, მაგრამ მთავარი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ შეთანხმება, რასაც ითხოვდნენ, მიღწეულია, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მან ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა კომპანიასა და გაფიცულ მაღაროელებს შორის მოლაპარაკებების პროცესში აქტიური ჩართულობისთვის.
 
„რამდენიმე დღის წინ ჭიათურაში მაღაროელები იყვნენ გაფიცულები. ჩვენ, პარლამენტის თავმჯდომარეს და პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკურ მდივანს ირაკლი ღარიბაშვილს, ამ ადამიანებთან შეხვედრა გვქონდა. ჩვენ ვიცოდით მათი მოთხოვნების შესახებ, გვითხრეს ასევე თავიანთი გასაჭირის და იმ პრობლემების შესახებ, რაც მათ აწუხებდათ. როგორც იცით, გუშინწინ მათი პრობლემა გადაწყდა, მოხდა ურთიერთშეთანხმება. მინდა, ცენტრალურ ხელისუფლებას და კონკრეტულად იმ მინისტრებს, რომლებიც ადგილზე იყვნენ ჩასული, მადლობა გადავუხდადო. მართლაც მძიმე მდგომარეობაში უწევდათ ამ ადამიანებს მუშაობა, მაგრამ მთავარი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ ის შეთანხმება, რასაც ითხოვდნენ, მიღწეულია და მოგვარებული იქნება მომდევნო წლების განმავლობაში,“ – განაცხადა კახა კალაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post პირველად ისტორიაში, ჩინეთში ფოტოკამერამ ალბინოსი პანდა დააფიქსირა
Next post სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო წყალტუბოში 5 ყოფილ სანატორიუმს 21 მილიონ ლარად ყიდის