რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში, კერძო სახლის მშენებლობის დროს აივნის კონსტრუქციის ნაწილი ჩამოინგრა და 30 წლამდე კაცი მოიყოლა.
საინფორმაციო სააგენტო „ინფო რუსთავის“ ინფორმაციით, დაშავებული ახალგაზრდა სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა რუსთავში გადაიყვანა. მედიკოსების განმარტებით, პაციენტს ხერხემლის დაზიანება აღენიშნებოდა და ოჯახის წევრების სურვილით თბილისში სხვა კლინიკაში გადაიყვანეს.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

