საქართველოში ბოლო 1 წელში ბავშვებზე სექსუალური ძალადობის 40 შემთხვევაა იდენტიფიცირებული

Read Time:49 Second

2017 წელს და 2018 წლის დასაწყისში ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის დაახლოებით 40 შემთხვევა იყო იდენტიფიცირებული და ტენდენცია წინა წლებთან შედარებით მზარდია. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამილა ბარკალაიამ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. ინფორმაციას სააგენტო “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.

კომიტეტზე „2016 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშზე“ საქართველოს პარლამენტის დადგენილებით გაცემული რეკომენდაციების შესრულების ანგარიშებს ისმენენ.

სახალხო დამცველი დაინტერესდა, რამდენად ზრდადია ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის სტატისტიკა.

„ზოგადად, ძალადობის მიმართ მზარდი ტენდენცია არ ნიშნავს იმას, რომ რაოდენობრივად იზრდება, არამედ გამოვლენები არის მზარდი. შესაბამისად, რა თქმა უნდა, უფრო მეტი ფაქტი არის ცნობილი დღეს. 2017 წელს და 2018 წლის დასაწყისში 40-42 „ქეისი“ იყო იდენტიფიცირებული ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის შემთხვევებისა და წინა წლებთან შედარებით ეს არის მზარდი ტენდენცია. თუმცა ეს იმას ნიშნავს, რომ უფრო ეფექტურები გავხდით პრობლემის იდენტიფიცირებაში. ამასთან, არც ერთი იდენტიფიცირებული მსხვერპლი არ დარჩენილა სათანადო ყურადღების გარეშე“, – განაცხადა ბარკალაიამ.

მისივე თქმით, არასრულწლოვნების სექსუალური ექსპლუატაციის არც ერთი შემთხვევა არ ყოფილა იდენტიფიცირებული, ისევე, როგორც ადგილი არ ჰქონია მინდობით აღზრდაში მყოფი ბავშვების შრომით ექსპლუატაციას.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ორბელიანის მოედანზე 6 ბავშვი დაშავდა
Next post 1 მარტიდან სამშობიაროებში ახალშობილებს სმენის სკრინინგი უფასოდ ჩაუტარდებათ