1 მარტიდან სამშობიაროებში ახალშობილებს სმენის სკრინინგი უფასოდ ჩაუტარდებათ

Read Time:33 Second

ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, 2018 წლის პირველი მარტიდან ყველა სამშობიაროში ახალშობილებს სმენის სკრინინგი უფასოდ ჩაუტარდებათ. ამის შესახებ სააგენტო ipn-ი წერს.

უწყების ცნობით, საქართველოში ახალშობილთა სმენის სკრინინგის პროგრამების განხორციელება 2007 წელს თბილისიდან დაიწყო. თუმცა დღეისათვის, „დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის“ სახელმწიფო პროგრამა მხოლოდ თბილისში დაბადებული ახალშობილების სმენის სკრინინგულ კვლევებს ფარავს; აჭარის ჯანმრთელობის სამინისტროს და ბათუმის მუნიციპალიტეტის პროგრამით კი მოცულია აჭარის რეგიონში დაბადებული ახალშობილების სკრინინგი, ხოლო ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტები უზრუნველყოფენ იმერეთის (ქუთაისი), სამეგრელოს (ზუგდიდი) და გურიის რეგიონებში დაბადებული ახალშობილების სმენის სკრინინგს.

“2018 წლის 1 მარტიდან პერინატალური სერვისის მიმწოდებელი თითოეული დაწესებულება ვალდებული იქნება განახორციელოს ახალშობილთა სმენის სკრინინგი”, – აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.

დღეს ცნობილი გახდა, რომ 2008-2009 წლებში დაბადებული გოგოებისთვის პაპილომავირუსზე აცრები იწყება.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post საქართველოში ბოლო 1 წელში ბავშვებზე სექსუალური ძალადობის 40 შემთხვევაა იდენტიფიცირებული
Next post 4 ახალი კანონი, რომელიც საქართველოში 1 მარტიდან ამოქმედდება