ქუთაისის ციხეში პატიმარმა თავი მოიკლა, ოჯახი უყურადღებობაში პენიტენციურ სამსახურს ადანაშაულებს

Read Time:34 Second

ქუთაისის ციხეში 15 ნოემბერს პატიმარმა თავი მოიკლა. ოჯახი უყურადღებობაში პენიტენციურ სამსახურს ადანაშაულებს.

ტელეკომპანია რუსთავი 2-ისთვის მიცემულ ინტერვიუში  ოჯახის წევრები ამბობენ, რომ დედის გარდაცვალების შემდეგ პატიმარი აღელვებული იყო. ისინი ამბობენ, რომ წერილს, რომელშიც თვითმკვლელობამდეა დაწერილი, გარდაცვლილი ვერ დაწერდა.

“წერილი არის ქართულად დაწერილი, ქართულად არ წერდა ის. კარგი კალიგრაფიით და ძაან დალაგებული აზრით, ეგ რუსულ სკოლაში სწავლობდა, ქართული არ იცოდა”, — აცხადებს გარდაცვლილის ბიძა, ავთანდილ ხოფერია ტელეკომპანია რუსთავი 2-თან საუბრისას.

პენიტენციური სამსახური ადასტურებს, რომ პატიმარი დედის გარდაცვალების გაგების შემდეგ აღელვებული იყო. თუმცა აღნიშნავს, რომ მას სამედიცინო დახმარება და ფსიქოლოგის კონსულტაცია ჩაუტარდა.

“თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით იმავე ღამეს დაიწყო გამოძიება, რომლის ფარგლებშიც გარდაცვლილის გვამს ექსპერტიზა ჩაუტარდა, დაკითხულია დაწესებულების ექიმი, თანამშრომლების ერთი ნაწილი და გარდაცვლილის თანამესაკნეები”, — აცხადებენ პენიტენციურ სამსახურში

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მაქმანიანი საცვალი არ ნიშნავს თანხმობას — საპროტესტო ტალღა ირლანდიაში
Next post “2025 წლამდე 450-500 ათასი ახალი სამუშაო ადგილის შექმნას ვგეგმავთ”