ბათუმში, თურქეთის „ბეშიქთაშისა“ და ისრაელის „ჰაპოელ ბეერ შევას“ მატჩის დროს, სტადიონზე გულშემატკივრებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
დაძაბული სიტუაციის გამო, საფეხბურთო მატჩი დროებით შეწყდა.
სამართალდამცავებმა სიტუაციის განმუხტვუს მიზნით ცრელმსადენი გაზი გამოიყენეს.
„გულშემატკივრები ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდნენ, სიტუაციის განმუხტვას სამართალდამცავები ცდილობენ. ფანებმა სტადიონის ინვენტარი დააზიანეს, დაზიანებულია სკამები. თამაში დროებით შეწყვეტილია“, – ამბობს სტადიონზე მყოფი ერთ-ერთი მოქალაქე „ინტერპრესნიუსთან” საუბრისას.

