რატი ბრეგაძე: „როდესაც სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს 12 პუნქტის შესასრულებლად, რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, აჩვენოს საზოგადოებას, თითქოს სახელმწიფო არის ადამიანის უფლებების დამრღვევი“

Read Time:38 Second

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით მანიპულაციის საკითხს გამოეხმაურა. მისი თქმით, მსჯავრდებულ სააკაშვილს იყენებენ იმისთვის, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ:

„რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, რომ სახელმწიფო წარმოადგინოს, როგორც მწამებელი და ამით დააზიანოს მისი იმიჯი. მიმდინარეობს ევროინტეგრაცია და სახელმწიფო აკეთებს ყველაფერს ამ 12 პუნქტის შესასრულებლად, თუმცა ეს ხალხი სახელმწიფოს ინტერესების საწინააღმდეგოდ და მიხეილ სააკაშვილის გამოყენებით ცდილობს, აჩვენოს საზოგადოებას, თითქოს სახელმწიფო არის ადამიანის უფლებების დამრღვევი. ნურას უკაცრავად, ამის უფლებას ვერავის მივცემთ. ჩვენი პასუხი იქნება ადეკვატური.

იუსტიციის მინისტრის განცხადებით, პენიტენციურმა სამსახურმა კადრების გასაჯაროების გადაწყვეტილება მხოლოდ იმიტომ მიიღო, რომ საზოგადოებას სწორი ინფორმაცია ჰქონდეს მსჯავრდებულ სააკაშვილთან დაკავშირებულ საკითხებზე:

„გარკვეული მორალური მოსაზრებებიდან გამომდინარე, არ გავასაჯაროეთ ძალიან ბევრი სხვა კადრი, რომლებშიც შეიძლება ანალოგიური ეპიზოდები იყოს წარმოდგენილი. ჩვენ მაქსიმალური თავშეკავებით  ვიმოქმედეთ კიდევ ერთხელ იმისათვის, რომ საზოგადოებას ჰქონდეს სრულყოფილი და სწორი ინფორმაცია“.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post რატი ბრეგაძე: ჩვენი სამსახურის წარმომადგენელს, რომელიც ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, ფაქტობრივად თავს დაესხნენ, რომ არა პოლიციის კორდონი, მას შეიძლება ტერიტორია ჯანმრთელს ვერ დაეტოვებინა
Next post ელენე ხოშტარია – ერთადერთი გამოსავალი ოპოზიციის ერთიანი, კონკრეტული და სწრაფი სამოქმედო გეგმაა