ადვოკატი: ლაზარე ციხეს იმ კვირის დასაწყისში დატოვებს

Read Time:54 Second

ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატის ლიკა ბითაძის ინფორმაციით, მსჯავრდადებული ციხეს შემდეგ კვირას დატოვებს.

“სასამართლომ  განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი  უნდა გადაგზავნოს აუცილებლად პენიტენციურ დაწესებულებაში და შემდეგ უკვე პრეზიდენტი მოაწერს ხელს შეწყალებას, გაიგზავნება შეწყალების აქტი პენიტენციურში და შემდეგ, მსჯავრდადებულმა დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს დაწესებულება.

5 დღემდე აქვს ვადა სასამართლოს, რომ გადაიგზავნოს პენიტენციურში განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი, შესაბამისად, იმ კვირის დასაწყისში”, – აცხადებს ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატი ლიკა ბითაძე.

წყარო “მთავარი არხი”

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის თქმით, ლაზარე გრიგორიადისი, რომელსაც  თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ზვიად შარაძემ  9 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, შეიწყალებს.

შსს-ს მტკიცებით ლაზარე გრიგორიადისმა ცეცხლი წაუკიდა უწყების კუთვნილ ავტომობილს, პოლიციელებს ქვები და “მოლოტოვის კოქტეილები” ესროლა და  2023 წლის 31 მარტს  აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეეფარდა

1 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთის ღონისძიების სახე არ შეუცვალა და პატიმრობაში დატოვა.

2023 წლის 25 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ნაჭყებიამ, ლაზარე გრიგორიადისი, მამის, ბექა გრიგორიადისის დაჭრის საქმეზე დამნაშავედ ცნო.

მოსამართლემ ლაზარე გრიგორიადისს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 120-ე მუხლით წარდგენილი ბრალდება, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს, ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობით გადააკვალიფიცირა და მამის დაჭრაში ბრალდებულს 1 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post დავით ოქიტაშვილი: არც რუსეთის კოლონია მინდა ვიყო და არც ამერიკის
Next post ნანა კაკაბაძე „გამჭვირვალობის კანონზე“: „არა „რუსულ კანონს“! კი ფარას იდენტურ კანონს! – ჩვენ ევროპისა და ამერიკის წინააღმდეგ კი არ გვინდა ეს კანონი, არამედ კანონდამრღვევების წინააღმდეგ