ელენე ხოშტარია – ერთადერთი გამოსავალი ოპოზიციის ერთიანი, კონკრეტული და სწრაფი სამოქმედო გეგმაა

Read Time:57 Second

ჩვენ პირდაპირ ეთერში ვიხილეთ ადამიანის ღირსების შელახვის, გათელვის, შეურაცხყოფის, შურისძიების, დამცირების, ადამიანის უფლებების გადახაზვის აქტი, რომელიც მთავრობამ შეურაცხყოფის გზით გაგვიბედა საზოგადოებას , – ამის შესახებ „დროას“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ „დროას“, „გირჩი – მეტი თავისუფლებისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც პენიტენციური სამსახურის მიერ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ვიდეოკადრების გასაჯაროებას გამოეხმაურა.

ელენე ხოშტარიას თქმით, გავრცელებულმა კადრებმა დაადასტურა, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე.

„შეკოწიწებულ კადრებში ჩვენ ვხედავთ, რომ არაადამიანური მოპყრობის პირობებში მყოფი მიხეილ სააკაშვილი არის ძალიან მძიმედ, ეს დადასტურდა მათივე გავრცელებული კადრებით. წერტილი დაესვა ყველანაირ სპეკულაციას, რომ სააკაშვილი რაღაცას თვითონ იზიანებს, ან არ ჭამს, ან რაღაცას არ აკეთებს, ან რომ მას რაიმე სახის პირობები გააჩნია საერთოდ ამ ციხეში. ეს არის არა მხოლოდ ადამიანის გათელვა და შურისძიება რუსული საბჭოთა სცენარით, არამედ ეს არის ჩვენი, საზოგადოების შეურაცხყოფა და ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც ევროპარლამენტი ერთხმად, ძალიან მტკიცედ, ძალიან მკაფიოდ გვეუბნება, რომ ასეთი მოპყრობა ადამიანთან არის შეუთავსებელი საერთოდ ფიქრთანაც ევროპაში გაწევრიანების. ეს ჩვენ გვაკისრებს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას, ყველა მოქალაქეს, მაგრამ განსაკუთრებით ოპოზიციას. ერთადერთი გამოსავალი ამ პირობებში არის ოპოზიციის ერთიანი, კონკრეტული და სწრაფი სამოქმედო გეგმა, რომელზეც ჩვენ ყველა უნდა შევჯერდეთ ყველანაირი პირადი თუ ცალკე აღებული რომელიმე პარტიის ინტერესის და ეგოს გვერდზე გადადებით“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post რატი ბრეგაძე: „როდესაც სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს 12 პუნქტის შესასრულებლად, რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, აჩვენოს საზოგადოებას, თითქოს სახელმწიფო არის ადამიანის უფლებების დამრღვევი“
Next post შალვა პაპუაშვილი: მიხეილ სააკაშვილის ე.წ. მეგობრები სინამდვილეში არიან მისი მთავარი მტრები – ამ კადრების ყურების შემდეგაც ისინი აგრძელებენ მის წაქეზებას