„ჩოხატაურში, ძმამ 14 წლის და გააუპატიურა, გოგონამ ბავშვი თბილისში გააჩინა…“ – თამუნა მუსერიძე წლების წინ მომხდარ შემზარავ დანაშაულზე წერს

Read Time:36 Second

არასამთავრობო ორგანიზაცია „ვეძების“ დამფუძნებელი თამუნა მუსერიძე სოციალურ ქსელში შემაძრწუნებელი ამბის შესახებ წერს, რომელიც მისი ინფორმაციით წლების წინ ჩოხატაურში მოხდა.

„1984 წელს ჩოხატაურის ერთ-ერთ სოფელში გაუგონარი ამბავი მოხდა. ძმამ 14 წლის და გააუპატიურა, გოგონა დაორსულდა, ბავშვი თბილისში გააჩინა და სამწუხაროდ მას საშვილოსნო ამოაჭრეს. გოგოს ბავშვის სახლში წაყვანა უნდოდა, მაგრამ დედის კატეგორიული მოთხოვნის და ჩხუბის შედეგად, მან შვილი სამშობიაროში დატოვა. ჩატარდა არაერთი სასამართლო, სადაც დედის მოთხოვნით მოძალადედ დამ ძმა დაასახელა.

სამწუხაროდ ისტორიის დასასრული არ ვიცი, მაგრამ 39 წლის შემდეგ მინდა გითხრათ ყველას, ვინც ეს ისტორია იცით და მთელი ამ დროის განმავლობაში ძმას ლაფში სვრიდით.

სინამდვილეში გოგონა უფროსმა მამაკაცმა, მეზობელმა გააუპატიურა, და-ძმას ცხოვრება გაუუბედურა და თვითონ მშვიდად დაპარპაშებს. დედის საქციელზე საერთოდ აღარ ვსაუბრობ. მაგრამ მინდა, ყველამ იცოდეთ. ძმა უდანაშაულოა“, – წერს თამუნა მუსერიძე.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post სოზარ სუბარი: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ დავიცვათ ჩვენი სუვერენიტეტი და გამჭვირვალობის კანონი არის ამ სუვერენიტეტის დაცვის ერთ-ერთი იარაღი
Next post საქართველოში ამინდი უარესდება – მომდევნო 7 დღის ამინდის პროგნოზი