სოზარ სუბარი: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ დავიცვათ ჩვენი სუვერენიტეტი და გამჭვირვალობის კანონი არის ამ სუვერენიტეტის დაცვის ერთ-ერთი იარაღი

Read Time:57 Second

საკმარისია ერთი ტყვია გავარდეს საქართველოში, რომ მერე უკან ვეღარ შემოვაბრუნებთ პროცესებს, – ასე აფასებს თბილისში მიმდინარე აქციებს „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი და აცხადებს, რომ თუ ვითარება არ განიმუხტება, საქართველოს სახელმწიფომ შესაძლოა სამუდამოდ შეწყვიტოს არსებობა. სუბარმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ უცხო ძალები სახელმწიფო გადატრიალების მომწიფებას შეეცდებიან.

„ის, რაც დღეს გამჭვირვალობის კანონის ირგვლივ ხდება, პრაქტიკულად ნიშნავს იმას, რომ საქართველოს სუვერენიტეტს არ ცნობენ ჩვენი მეგობარი ქვეყნების ელჩები და წარმომადგენლები და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ აქ სახელმწიფო გადატრიალება მომწიფდეს და ქვეყნის სათავეში მოიყვანონ ის ხელისუფლება, რომელიც შემდეგ მათ ნება-სურვილს უპირობოდ დაემორჩილება. განცხადებები, რომლებიც კეთდება, მაგალითად კელი დეგნანის, მეთიუ მილერის ან საფრანგეთის ელჩის მიერ, წვეთი წყალივით ჰგვანან ერთმანეთს, ერთ კაბინეტში დაწერილივითაა. ეს არის ცილისმწამებლური და შეურაცხმყოფელი განცხადებები საქართველოს და ქართველი ხალხის მიმართ, სრულ იგნორირებას უკეთებს საქართველოს სუვერენიტეტს.

საკმარისია ერთი ტყვია გავარდეს საქართველოში, რომ მერე უკან ვეღარ შემოვაბრუნებთ პროცესებს. მერე საქართველოს სახელმწიფომ შესაძლოა სამუდამოდ შეწყვიტოს არსებობა. ამიტომ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ დავიცვათ ჩვენი სუვერენიტეტი და ეს გამჭვირვალობის კანონი (აგენტების კანონს რომ უწოდებს კელი დეგნანი აბსოლუტურად შეგნებულად), არის ამ სუვერენიტეტის დაცვის ერთ-ერთი იარაღი. ჩვენ უნდა ვიცოდეთ ვინ რას აფინანსებს ქვეყანაში, რომ შემთხვევით არ დაგვიფინანსონ სახელმწიფო გადატრიალება, როგორც ეს 2003 წელს მოხდა საქართველოში“, – აცხადებს სუბარი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გივი მიქანაძე: როდესაც ჩვენ ვსვამთ კითხვას, რატომ არ უნდა გავაკეთოთ ეს ან რატომ უნდა გავაკეთოთ ის და ამაზე პასუხი არ არის, ამ შემთხვევაში, პირველ რიგში, ჩვენ ვმოქმედებთ ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე
Next post „ჩოხატაურში, ძმამ 14 წლის და გააუპატიურა, გოგონამ ბავშვი თბილისში გააჩინა…“ – თამუნა მუსერიძე წლების წინ მომხდარ შემზარავ დანაშაულზე წერს