გივი მიქანაძე: როდესაც ჩვენ ვსვამთ კითხვას, რატომ არ უნდა გავაკეთოთ ეს ან რატომ უნდა გავაკეთოთ ის და ამაზე პასუხი არ არის, ამ შემთხვევაში, პირველ რიგში, ჩვენ ვმოქმედებთ ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე

Read Time:1 Minute, 7 Second

როდესაც ისმება კითხვა, რატომ აკეთებთ ამას და ეს არ გააკეთოთ, ამ შემთხვევაში გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღებაზე და ჩვენც ვსვამთ კითხვას, რატომ არ უნდა გავაკეთოთ, თუკი თქვენ გაქვთ? რატომ არ შეიძლება, რომ ჩვენც გვქონდეს?!, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძე, „იმედის კვირას“ განუცხადა.

მისივე თქმით, როდესაც მათ მიერ დასმულ კითხვაზე პასუხი აქ აქვთ, ისინი პირველ რიგში, მოქმედებენ ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე და ეს არის სწორედ ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვა.

„როდესაც არის კონკრეტული განცხადებები, რომელსაც არანაირი არგუმენტი არ აქვს და ჩვენ ვსვამთ ძალიან ლოგიკურ და ლეგიტიმურ კითხვას იმის თაობაზე, რომ აი, თქვენი განცხადების უკან რა კონკრეტული არგუმენტი დგას, რატომ არ უნდა გავაკეთოთ ეს ან რატომ უნდა გავაკეთოთ ის და ამაზე პასუხი არ არის, ამ შემთხვევაში, პირველ რიგში, ჩვენ ვმოქმედებთ ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე. ზუსტად ეს არის ის სუვერენიტეტი, რომელიც თითოეულმა ქვეყანამ, თითოეულმა საზოგადოებამ უნდა დაიცვას.

როდესაც ისმება კითხვის ნიშანი, რატომ აკეთებთ ამას და პირობითად, ეს არ გააკეთოთ, ამ შემთხვევაში, გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღებაზე და ჩვენ ვსვამთ კითხვას, რატომ არ უნდა გავაკეთოთ, თუკი თქვენ გაქვთ? რატომ არ შეიძლება, რომ ჩვენც გვქონდეს?! მით უმეტეს, ის, რასაც ჩვენ ვიხილავთ, მაქსიმალურად ლიბერალურია იმასთან შედარებით, რაც ამ ქვეყნებში ან უკვე მიღებულია, ან განხილვის პროცესშია და ამასთან მიმართებაში პასუხი არ გვაქვს. უბრალოდ გეუბნებით, რომ ეს არ გააკეთოთ, – ეს არ არის პასუხი. ამ შემთხვევაში ხდება სუვერენიტეტში პირდაპირი შემოჭრა“, – განაცხადა მიქანაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მეუფე შიო: დიდი მარხვის განმავლობაში განსაკუთრებით ვუკვირდებით და ვუღრმავდებით ჩვენს ცოდვებს და ყოველდღე ვევედრებით უფალს
Next post სოზარ სუბარი: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ დავიცვათ ჩვენი სუვერენიტეტი და გამჭვირვალობის კანონი არის ამ სუვერენიტეტის დაცვის ერთ-ერთი იარაღი