რატი ბრეგაძე: ჩვენი სამსახურის წარმომადგენელს, რომელიც ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, ფაქტობრივად თავს დაესხნენ, რომ არა პოლიციის კორდონი, მას შეიძლება ტერიტორია ჯანმრთელს ვერ დაეტოვებინა

Read Time:44 Second

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის თქმით, სააკაშვილის პრიოცესის პარალელურად მიმდინარე აქციის დროს, იუსტიციის სამინისტროს თანამშრომელს თავს დაესხნენ. მისი თქმით, არ დაუშვებენ, რომ საჯარო მოხელეებს, რომლებიც ღირსეულად ასრულებენ საკუთარ მოვალეობას, ვინმემ მსგავსი ტიპის შეურაცხყოფა მიაყენოს. ამის შესახებ მან „ქრონიკასთან“ ისაუბრა.

„სასამართლოზე ხორციელდება არნახული ზეწოლა. თქვენ ხედავთ, რომ [მიხეილ სააკაშვილის] სასამართლო პროცესი ტარდება რადიკალური ოპოზიციის წევრების და მათი მხარდამჭერების მიტინგის პარალელურად და ყველაზე ცუდი რაც მოხდა დღეს, იყო ის, რომ ჩვენი სამსახური წარმომადგენელს, რომელიც ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, ფაქტობრივად თავს დაესხნენ როდესაც გამოვიდა დაწესებულებიდან, დაუზიანეს მანქანა და რომ არა პოლიციის კორდონი, მას შეიძლება ვერც კი დაეტოვებინა ჯანმრთელ მდგომარეობაში ტერიტორია.

ჩვენ არავის მივცემთ უფლებას, რომ იმ საჯარო მოხელეებს, რომლებიც ღირსეულად და წესიერად ასრულებენ საკუთარ მოვალეობას, ვინმეს შეუშალონ ხელი, რომ მათ ვინმე თავს დაესხას და გაბედო და მსგავსი ტიპის შეურაცხყოფები მიაყენოს და დარწმუნებული ვარ, რომ შესაბამისი ორგანოები იმსჯელებენ ამ საკითხზე და დადგება შესაბამისი პასუხისმგებლობა იმ სამართალდამრღვევისთვის, რომელმაც მსგავსი რამ ჩაიდინა“, – აღნიშნა ბრეგაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post რატი ბრეგაძე: სააკაშვილის მხრიდან თვითდაზიანების უამრავი მცდელობა იყო
Next post რატი ბრეგაძე: „როდესაც სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს 12 პუნქტის შესასრულებლად, რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, აჩვენოს საზოგადოებას, თითქოს სახელმწიფო არის ადამიანის უფლებების დამრღვევი“