რატი ბრეგაძე „ვივამედის“ განცხადებაზე: ეს არ არის ერთი ხელმოსმით გადასაწყვეტი, ჩვენ გამოვიყენებთ რჩევებს და ამ საკითხს კომპლექსურად განვიხილავთ

Read Time:48 Second

რატი ბრეგაძის განცხადებით, სააკაშვილის გარემოცვა მიზანმიმართულად ცდილობს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გააუარესოს.

როგორც იუსტიციის მინისტრმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილი არა თუ „ვივამედში“, არამედ პენიტენციურ დაწესებულებაში შესვლის დღიდან მიმართავს მიზანდასახულად თვითდაზიანებას, რომ ამ ფორმით მოიპოვოს თავისუფლება.

„ექიმებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ ის მკურნალობას არ ემორჩილებოდა და „ვივამედის“ ეს განცხადებაც იყო კიდევ ერთი განმეორება მთელი ამ ისტორიისა, რომ სააკაშვილი მკურნალობას არ ემორჩილება, მას მხოლოდ სიმპტომურად მკურნალობენ და ამ მკურნალობის ჩატარება შესაძლებელია ნებისმიერ სხვა დაწესებულებაში. ჩვენ გვთხოვეს, რომ მიზანშეწონილობის საკითხი განვიხილოთ. რა თქმა უნდა ეს საკითხი არ არის ერთი ხელმოსმით გადასაწყვეტი, ჩვენ გამოვიყენებთ რჩევებს და ამ საკითხს კომპლექსურად განვიხილავთ.

მთელი ეს მცდელობები, რომელსაც სააკაშვილი და მისი გარემოცვა აწარმოებს, არის მართული გეგმა იმისთვის, რომ ხელოვნურად დამძიმდეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. თუმცა, იმავდროულად, რომ შენარჩუნებული იყოს ძირითადი სასიცოცხლო პარამეტრები, არის „კარგად დაგეგმილი“ და მიზანმიმართული პროვოკაცია, რომელიც სააკაშვილის საზღვარზე შემოპარვიდან დღევანდელ დღემდე მიზნად ისახავს სახელმწიფოს დისკრედიტაციას და იმის ჩვენებას, თითქოს და მას ვინმე აწამებს. თუმცა ამის შესახებ დღემდე ვერავითარი მტკიცებულება ვერ მოიტანეს“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ხატია დეკანოიძე – პარტიას ბოიკოტში ყოფნა არ გამოადგება, გამბედაობა უნდა გვეყოს და მოქალაქეებს ავუხსნათ, რომ ევროპული გუნდის წევრობა თუ გვინდა, უნდა მოვიქცეთ, როგორც ევროპელები
Next post ირაკლი კობახიძე – თუკი რაიმე არის საქართველოში ანტიევროპული, ესაა მიხეილ სააკაშვილი, გუბაზ სანიკიძე და “ნაციონალური მოძრაობა”