მამუკა მდინარაძე: ყველას, ვისთვისაც მნიშვნელოვანია, მამული, ენა, სარწმუნოება, ქვეყნის რეალური და ჭეშმარიტი ევროპული მომავალი, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, ხვალინდელ შეკრებას შემოუერთდნენ

Read Time:49 Second

ხვალ გვექნება საყოველთაო-სახალხო შეკრება, სადაც ჩემი აზრით, ჩვენს მოლოდინსაც კი გადააჭარბებს იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც ამ შეკრებაში მიიღებენ მონაწილეობას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძის თქმით, უმრავლესობის დღევანდელ შეხვედრაზე მთავარი განსახილველი საკითხი სწორედ 29 აპრილის შეკრება იყო.

„ყველას, ვისთვისაც მნიშვნელოვანია, მამული, ენა, სარწმუნოება, თავისი ეროვნული იდენტობა, ტრადიციები, ქვეყნის რეალური და ჭეშმარიტი ევროპული მომავალი, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, ხვალინდელ შეკრებას შემოუერთდნენ. ყველამ ერთად ვუთხრათ ყველას ქვეყნის გარეთაც და შიგნითაც, რომ ეროვნული ერთობა, ის, რომ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი, მამული, ენა და სარწმუნოება მართლაც უმნიშვნელოვანესია. მათთვის, ვისთვისაც უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნის ჭეშმარიტი ევროპული გზა ეროვნულ, ევროპულ ქრისტიანულ ღირებულებებზე დაფუძნებული, ყველას მოვუწოდებთ, შემოუერთდნენ ხვალინდელ შეკრებას“, – განაცხადა მდინარაძემ.

ამასთან, მამუკა მდინარაძის განცხადებით, 29 აპრილის შეკრების მონაწილეები 18:00 საათიდან დაიწყებენ შეკრებას, ასევე ფილარმონიის მიმართულებიდან დაიწყება ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლების მსვლელობა.

ძირითადად იქნება პოლიტიკოსების და ჩვენი ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლების გამოსვლები. 18:00საათიდან ვიწყებთ შეკრებას. იქნება ახალგაზრდული ორგანიზაციის მსვლელობა ფილარმონიის მიმართულებიდან და 20:00 საათიდან კი იქნება სიტყვით გამოსვლები, სადაც იქნებიან პოლიტიკოსები და ჩვენი ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლები“, – აღნიშნა მდინარაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მამუკა მდინარაძე: ხვალ გვექნება საყოველთაო-სახალხო შეკრება. ჩემი აზრით ჩვენს მოლოდინსაც კი გადააჭარბებს რაოდენობა იმ ადამიანებისა, რომლებიც ამაში მიიღებენ მონაწილეობას
Next post „ნახეთ, ეს საოცარი კადრები…“ – რა ვიდეო ვრცელდება სამების საკათედრო ტაძრიდან