ირაკლი კობახიძე – თუკი რაიმე არის საქართველოში ანტიევროპული, ესაა მიხეილ სააკაშვილი, გუბაზ სანიკიძე და “ნაციონალური მოძრაობა”

Read Time:45 Second

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე გუბაზ სანიკიძის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც მიხეილ სააკაშვილს სამხედრო ტყვე უწოდა და აღნიშნა, რომ ყოფილი პრეზიდენტის საკითხის მოგვარების გარეშე, 12 პუნქტის შესრულების შემთხვევაშიც კი, საქართველო ევროკავშირის სტატუსს ვერ მიიღებს.

“ზოგადად, გუბაზ სანიკიძე არის “ევროპის სახე” საქართველოში თავისი ყველაფრით: თავისი წარსულით, თავისი აწმყოთი, თავისი მომავლით – ეს ერთი. მეორე, რაც შეეხება სააკაშვილის და ევროპული მომავლის ერთმანეთთან დაკავშირებას: პირდაპირ შემიძლია გითხართ, რომ სააკაშვილი არის ზუსტად ის პიროვნება, რომელიც ყველაფერ ანტი-ევროპულს განასახიერებს,” – განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს, საქართველოში ყველაზე არაევროპული რეჟიმი იყო დამყარებული, შესაბამისად, მესამე პრეზიდენტის ევროინტეგრაციის პროცესთან დაკავშირება მიუღებელია.

“როცა ის იყო საქართველოს პრეზიდენტი, ყველაზე არაევროპული რეჟიმი მაშინ იყო დამკვიდრებული თავისი ადამიანის უფლებების შელახვით, რუსეთის გავლენის გაფართოებით ჩვენს ქვეყანაში, ბიზნესის რეკეტით და ა.შ. აქედან გამომდინარე, თუკი რაიმე არის საქართველოში ანტიევროპული, ეს არის მიხეილ სააკაშვილი, ეს არის გუბაზ სანიკიძე, ეს არის “ნაცმოძრაობა”. შესაბამისად, სააკაშვილის დაკავშირება ევროინტეგრაციასთან არის ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელი,” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post რატი ბრეგაძე „ვივამედის“ განცხადებაზე: ეს არ არის ერთი ხელმოსმით გადასაწყვეტი, ჩვენ გამოვიყენებთ რჩევებს და ამ საკითხს კომპლექსურად განვიხილავთ
Next post საქართველოდან ვაშლის ექსპორტის მოცულობა გაიზარდა