საქართველოდან ვაშლის ექსპორტის მოცულობა გაიზარდა

Read Time:40 Second

ვაშლის სეზონზე, 2022 წლის სექტემბრიდან 2023 წლის თებერვლამდე, საქართველოდან ექსპორტზე 6 300 ტონა ვაშლი გავიდა, ეს კი 17%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. საექსპორტო ფასები არ შეცვლილა, ამიტომ მოგებამ 17%-ით მოიმატა. თუმცა, EastFruit-ის ანალიტიკოსები აქვე აღნიშნავენ, რომ კურსის ცვალებადობა და ინფლაცია ამ წარმატებას აფერმკრთალებს.

აღნიშნული რიცხვი სიდიდით მეორეა უკანასკნელი 8 წლის განმავლობაში. უკეთესი მაჩვენებელი იყო 2020 წელს, რაც გამონაკლისად სახელდება – პანდემიამ და უამინდობამ აიძულა მთავარი ექსპორტიორი ქვეყანა – რუსეთი, დიდი მოცულობით შეეძინა სასოფლო პროდუქტები.

ვაშლის ექსპორტის მთლიანმა ღირებულებამ სექტემბერ-თებერვალში 4 მილიონი დოლარი შეადგინა, წინა სეზონის ანალოგიური პერიოდის 3,4 მლნ დოლარის წინააღმდეგ. ლარში ექსპორტის ჯამური ღირებულება მიმდინარე სეზონზე 11 მილიონია, რაც 3%-ით მეტია წინა წელთან შედარებით. მაგრამ იმ საქონლისა და მომსახურების ოდენობით, რაც მას შეუძლია შეიძინოს, ეს შემოსავალი ჯერ კიდევ 6%-ზე ნაკლებია წინა სეზონში მიღებულ შემოსავალთან შედარებით.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი კობახიძე – თუკი რაიმე არის საქართველოში ანტიევროპული, ესაა მიხეილ სააკაშვილი, გუბაზ სანიკიძე და “ნაციონალური მოძრაობა”
Next post რატი ბრეგაძე: სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ „კორტების სპეცოპერაცია“, რომლის დამგეგმავები და განმახორციელებლები თითქმის გმირებად შერაცხეს, იყო მიზანმიმართული მკვლელობა