შაბათი, აპრილი 25, 2026

მარიამ ქვრივიშვილი: ჩვენი მიზანია, ტურიზმის ინდუსტრიის დადებითი ეფექტი თანაბრად გადანაწილდეს ქვეყნის ყველა რეგიონში, რომ მეტმა ადამიანმა მიიღოს ტურიზმიდან ეკონომიკური სარგებელი

2024 წლის ორი კვარტალის მონაცემებით, საქართველოს 3 მილიონზე მეტი საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 5.6%-ით აჭარბებს 2023  წლის ანალოგიურ პერიოდის მაჩვენებლებს. იანვარი-ივნისის პერიოდში  2 123 816 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი განხორციელდა – 2023 წელთან შედარებით ზრდა 10%-ია.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, სწორი, თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგად, ტურიზმის ინდუსტრია აგრძელებს მდგრად განვითარებას და განსაკუთრებით საგულისხმოა, რომ მთავრობის დივერსიფიკაციის პოლიტიკა ასახულია მეორე კვარტლის მონაცემებშიც – 2024 წლის მეორე კვარტალში, გასული წლის მეორე კვარტალთან შედარებით, მნიშვნელოვანი ზრდა ფიქსირდება როგორც   საერთაშორისო მოგზაურების  (ზრდა 4.2%), ისე საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების კუთხით (ზრდა 9.2%).

„განსაკუთრებული ზრდა გვაქვს ევროპის ქვეყნებიდან ჩამოსული ტურისტების კუთხით, მათ შორის, დიდი ბრიტანეთიდან, ასევე განსაკუთრებით გამოკვეთილია გერმანია, საიდანაც დაახლოებით 30 პროცენტზე მეტი ტურისტული ვიზიტი განხორციელდა, ლიდერობენ ყურის ქვეყნებიც და რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ერთობლივად ემსახურება ჩვენი ქვეყნის ტურიზმის ინდუსტრიის გაძლიერებას – აღნიშნული ქვეყნები გამოირჩევიან მსყიდველუნარიანი ტურისტების შემოყვანით, რაც დადებითად აისახება ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების ზრდაზე“ – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

მისივე თქმით, ტურიზმის პარალელურად, საქართველოს მთავრობა ზრუნავს პირდაპირი ფრენების სტიმულირებაზე, რომ საქართველოს ჰქონდეს  მეტი პირდაპირი ავიარეისი  სტრატეგიულად მნიშვნელოვან ქვეყნებთან, რაც ისახება ახალი ავიაკომპანიების შემოყვანაზე, ახალი ავიარეისების გახსნაზე, ფრენების მეტი სიხშირეების შესრულებაზე და ეს ყველაფერი გამოხატულია ციფრებში, მგზავრთნაკადის რეკორდულ მაჩვენებლებში  – მიმდინარე წლის  6 თვეში,  საქართველოს აეროპორტები  3 204 833 მგზავრს და 14 127 რეისს მოემსახურა,  2023 წლის იანვარ-ივნისთან მიმართებაში მგზავრთნაკადის ზრდა 30%-ს, ავიარეისების ზრდა კი  33% -ს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ მგზავრთნაკადი მიმდინარე წლის ორ კვარტალში 29%-ით მეტია პანდემიამდელ, 2019 წლის იანვარ-ივნისში მიღებული მგზავრების რაოდენობაზე ხოლო რეისების ოდენობა 20%-თ არის გაზრდილი. მეორე კვარტლის მონაცემებით,  2024 წელს მგზავრთნაკადში 25%-იანი (1,426,499 მგზავრი), რეისების რაოდენობაში კი  31%-იანი  (6,075 რეისი) ზრდა ფიქსირდება.

„საქართველოს მთავრობა კვლავ განაგრძობს ტურიზმისა და ავიაციის სექტორის გაძლიერებას, გვაქვს მრავალი მიმდინარე და დაგეგმილი მარკეტინგული კამპანია, რომ გაიზარდოს ჩვენი ქვეყნის ცნობადობა საერთაშორისო არეალზე, მოვიზიდოთ მეტი საერთაშორისო მოგზაური და ვუზრუნველვყოთ ტურიზმის ინდუსტრიის დადებითი ეფექტის თანაბრად გადანაწილება ჩვენი ქვეყნის ყველა რეგიონში, დაბასა თუ სოფელზე იმისთვის, რომ მეტმა ადამიანმა მიიღოს ტურიზმიდან ეკონომიკური სარგებელი“ – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალებიდან 40 დღე შესრულდა – ამასთან დაკავშირებით სიონის ტაძარში წირვა მიმდინარეობს

სიონის საპატრიარქო ტაძარში, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), მღვდელმთავრებთან და მეუფეებთან ერთად, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღის გასვლასთან დაკავშირებით წირვას აღავლენს.სიონის საპატრიარქო ტაძარში ღვთისმსახურება 10:00 საათზე დაიწყო.წირვის დასრულების შემდეგ, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი აღევლინება.სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე 17 მარტს გარდაიცვალა. ილია მეორე 22 მარტს, სიონის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალეს.

„სწორად გაცემულ სიკეთეს, სასწაული შეუძლია…“ – მამა ნაუმის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ახალი ინფორმაცია ვრცელდება

ყინწვისში, წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარში მოღვაწე მამა ნაუმის ჯანმრთელობის შესახებ, რომლის სახელსაც სასწაულები უკავშირდება და მას მართლმადიდებელი მრევლი კარგად იცნობს, სოციალურ ქსელში ახალი ინფორმაცია ვრცელდება.„სწორად გაცემულ სიკეთეს, მხოლოდ სასწაული შეუძლია; მამა ნაუმი ძალიან მკაცრ ბერულ ცხოვრებას ეწეოდა, ავადმყოფობას კი გადაწყვიტა მარტო მის ბერმონაზვნებთან ერთად მოერეოდა, მაგრამ ვერა, დაავადება დამძიმდა, მაგრამ ამ დროს ხომ მხოლოდ უფალი არის გადამწყვეტი და ამ შემთხვევაშიც; და აი საოცრებავ! მამაოს ლოცვები და სიყვარული, რაც გასცა და გამოიყენა ადამიანების დასახმარებლად, უფალმა თქვენ სიკეთით და სიყვარულით უკან დაუბრუნა.ორი წელი ვერ მივაღწიე მამაომდე, გასაგები მიზეზების გამო, ( თვალით ვერ ვნახე, ინფორმაცია მქონდა ცუდად არის ) კერძოდ ის ბერია და ბერულად მკურნალობდა, სანამ არ გართულდა დაავადება. გადაწყვეტილება უფალმა მიიღო, ის დატოვა ჩვენთან, რათა ენახა მამაოს, მისი ღვაწლი და შრომა როგორ დაფასდა კეთილი ადამიანების მხრიდან! ამით მინდა გითხრათ რომ მლოცველ ადამიანებს წმინდანებს, ბერებს, მონაზვნებს ჩვენი სიყვარული სჭირდება და მაშინ ყველა ძლიერი ვართ! ასე ვიტყოდი სიყვარული სიყვარულის წილ და ცხოვრება მშვენიერია, დედამიწაზეც სამოთხეა თუ სიყვარული არის! მამაოს ახლა სიცოცხლე ეტყობა სახეზე და ისევ მკურნალობით კარგ შედეგებს მიაღწევს მისი ჯანმრთელობა, ეტლში შეგხვდებათ, მოგეფერებათ, იტირებს, გეჩხუბებათ კიდეც, როგორც ყოველთვის! ჯანმრთელობას ვუსურვებ მამაოს და ყველა თქვენი დახმარება ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც მამაოსთვის, ისე თქვენთვის. უფალმა გაგაძლიეროთ!“, - წერს ირმა ნატროშვილი სოციალურ ქსელში.

ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ „ჰეზბოლა“ ზავის საბოტაჟს ცდილობს

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განაცხადებით, ლიბანური დაჯგუფება „ჰეზბოლა“ ზავის საბოტაჟს ცდილობს.ნეთანიაჰუს განცხადებით, მან და აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს ირანთან და ლიბანთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.„დაგპირდით, რომ ახლო აღმოსავლეთის სახეს შევცვლიდით და ზუსტად ამას ვაკეთებთ. შესანიშნავი საუბარი მქონდა პრეზიდენტ ტრამპთან. ის ირანზე ძალიან ძლიერ ზეწოლას ახდენს როგორც ეკონომიკურად, ასევე სამხედრო თვალსაზრისით. ჩვენ სრული თანამშრომლობით ვმოქმედებთ. იგივე ეხება ლიბანსაც. დავიწყეთ ისრაელსა და ლიბანს შორის ისტორიული მშვიდობის მიღწევის პროცესი და ჩვენთვის ნათელია, რომ „ჰეზბოლა“ ცდილობს ამის საბოტაჟს. ვინარჩუნებთ მოქმედების სრულ თავისუფლებას ნებისმიერი საფრთხის წინააღმდეგ, მათ შორის ახალი საფრთხეების. გუშინაც და დღესაც დარტყმა განვახორციელეთ. მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, აღვადგინოთ უსაფრთხოება ჩრდილოეთის მცხოვრებლებისთვის“, – აღნიშნა ისრაელის მთავრობის ხელმძღვანელმა.დონალდ ტრამპმა ცეცხლის შეწყვეტის გახანგრძლივების შესახებ 23 აპრილს გამოაცხადა, მას შემდეგ, რაც თეთრ სახლში ლიბანსა და ისრაელს შორის ელჩების დონეზე მოლაპარაკებების მეორე რაუნდი გაიმართა.

ირანის დელეგაცია ისლამაბადში ჩავიდა, აბას არაღჩი პაკისტანის მაღალჩინოსნებმა მიიღეს

ირანის დელეგაცია პაკისტანში ჩავიდა.პაკისტანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი ისლამაბადში იმყოფება.როგორც სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, ჩასვლისთანავე ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელი პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იშაქ დარმა, შუამავალმა, ფელდმარშალმა, ასიმ მუნირმა და სხვა მაღალჩინოსნებმა მიიღეს.ვიზიტის დროს აბას არაღჩი პაკისტანის უმაღლეს ხელმძღვანელობასთან შეხვედრებს გამართავს, რეგიონში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების, ასევე რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობისკენ მიმართული მიმდინარე ძალისხმევის განსახილველად.ორმა სამთავრობო წყარომ „როიტერს“ განუცხადა, რომ არაღჩი პაკისტანელ კოლეგასთან შეხვედრაზე წავიდა პირდაპირ სასტუმროში, სადაც აშშ-თან მოლაპარაკებების პირველი რაუნდი გაიმართა.

დონალდ ტრამპი – ირანი გეგმავს შეთავაზების გაკეთებას, რომელიც აშშ-ის მოთხოვნების დაკმაყოფილებას ისახავს მიზნად, ვნახოთ

ირანი გეგმავს შეთავაზების გაკეთებას, რომელიც აშშ-ის მოთხოვნების დაკმაყოფილებას მიზნად ისახავს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.„ირანი შეთავაზებას აკეთებს და ვნახოთ“, – აღნიშნა ტრამპმა „როიტერთან“ საუბარში.კითხვაზე, ვისთან აწარმოებს აშშ მოლაპარაკებებს, აშშ-ის პრეზიდენტმა კონკრეტული დეტალები არ დაასახელა, თუმცა, აღნიშნა, რომ აშშ „ამჟამად ირანის ხელისუფლებაში მყოფ პირებთან მუშაობს“.

ბოლო სიახლეები