ოპოზიცია აქციას მართავს, მათი მოთხოვნები ცნობილია

Read Time:44 Second

ოპოზიციამ საპროტესტო აქციების გეგმა წარადგინა. პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რომ „2 მარტს პარლამენტის შენობის პიკეტირებას გეგმავენ“.

„იმისთვის, რომ ჩვენი ხმა გაიგოს რეჟიმმა და ამ შენობაში საქარათველოს დამოუკიდებლობის სიმბოლოში, სადაც გავრილოვი წამოასკუპეს, კომფორტით ვერ დაჯდეს გავრილოვის ვერც ერთი მსახური.

5 მარტს ვგეგმავთ კანცელარიის შენობის პიკეტირებას იმისთვის, რომ ჩვენი ხმა გავაგონოთ ბიძინა ივანიშვილის გამორჩეულ მსახურს, ღაირიბაშვილს, რომელიც თავისთავად უშინაარსო ადამიანია და მისგან მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის ხმა ისმის.

9 მარტს აქციას ვგეგმავთ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან იმიტომ, რომ ეს უწყება დღეს არის ერთი ადამიანის შემსრულებელი, იჭერს აქტივისტებს, ლახავს ადამიანის უფლებებს და არ ესმის, რომ მათი მთავარი დანიშნულება არის ქვეყნის და არა ბიძინა ივანიშვილის სამსახური.

11 მარტს ვგეგმავთ აქციას ამ რეჟიმის მთავარ სიმბოლოსთან, სასამართლოსთან, რომელიც გადაიქცა მურუსიძის, ჩინჩალაძის, უსამართლობის და პოლიტიკური მართლმსაჯულების სიმბოლოდ.

13 მარტს, ამ აქციების ბოლოს, ჩვენ კიდევ ერთხელ პარლამენტთან ვიკრიბებით ერთად, რა თქმა უნდა, ეს იქნება კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი აქცია თავისუფლებისთვის“, – განაცხადა დეკანოიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი გუნდის დროულმა რეაგირებამ, ექიმების პროფესიონალიზმმა და ჩვენი მოქალაქეების სამოქალაქო პასუხისმგებლობამ მოგვცა შესაძლებლობა, გავმკლავებოდით ვირუსს
Next post ირაკლი ღარიბაშვილსა და ჯანმოს გენერალურ დირექტორს შორის ვაქცინაციის თაობაზე სატელეფონო საუბარი გაიმართა