ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი გუნდის დროულმა რეაგირებამ, ექიმების პროფესიონალიზმმა და ჩვენი მოქალაქეების სამოქალაქო პასუხისმგებლობამ მოგვცა შესაძლებლობა, გავმკლავებოდით ვირუსს

Read Time:1 Minute, 6 Second

ჩვენი გუნდის დროულმა რეაგირებამ, ქართველი ექიმებისა და ეპიდემიოლოგების პროფესიონალიზმმა და ჩვენი მოქალაქეების მხრიდან გამოჩენილმა სამოქალაქო პასუხისმგებლობამ მოგვცა შესაძლებლობა, გავმკლავებოდით ვირუსს როგორც გაზაფხულზე, პანდემიის დასაწყისში, ისე მეორე ტალღის დროს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი ვითარება ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა, ბრძოლა ჯერ კიდევ გრძელდება და ყურადღების მოდუნება დაუშვებელია.

„ერთი წელი გავიდა საქართველოში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევის დაფიქსირებიდან. ეს ერთი წელია, მთელი მსოფლიო სრულიად განსხვავებულ, რთულ რეჟიმში ცხოვრობს. უმძიმესი დარტყმის ქვეშ აღმოჩნდნენ მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ეკონომიკის მქონე ქვეყნები. გამონაკლისი არც საქართველო აღმოჩნდა. პანდემია შეეხო ყველას და ყველაფერს.

წელიწადია, რაც ჩვენ ამ ომში ვართ უხილავ მტერთან. ჩვენი გუნდის დროულმა რეაგირებამ, ქართველი ექიმებისა და ეპიდემიოლოგების პროფესიონალიზმმა და ჩვენი მოქალაქეების მხრიდან გამოჩენილმა სამოქალაქო პასუხისმგებლობამ მოგვცა შესაძლებლობა, გავმკლავებოდით ვირუსს როგორც გაზაფხულზე, პანდემიის დასაწყისში, ისე მეორე ტალღის დროს. იყო ძალიან სერიოზული გამოწვევები, მოკლე დროში ჩვენ დაგვჭირდა პანდემიის მართვის რეჟიმზე გადასვლა და უნდა ითქვას, რომ ამ გამოწვევებს ეფექტიანად ვუპასუხეთ.

მართალია, მსოფლიოში ვაქცინის დეფიციტმა გაართულა ჩვენი მოსახლეობის ვაქცინაციის დაწყება, მაგრამ, მერწმუნეთ, ჩვენი მთავრობა, თითოეული უწყება ყველაფერს აკეთებს, რომ ქვეყანამ პირველი დოზები რაც შეიძლება მალე მიიღოს.

მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი ვითარება ნამდვილად იძლევა ოპტიმიზმის საფუძველს და რეგულაციების უმეტესობა შევამსუბუქეთ, ბრძოლა ჯერ კიდევ გრძელდება. ჩვენ ვსწავლობთ ვირუსთან თანაცხოვრებას. მჯერა, ჩვენს საზოგადოებას კარგად ესმის, რომ დაუშვებელია ყურადღების მოდუნება და დაწესებული რეკომენდაციების უგულებელყოფა.

დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ შევძლებთ, საბოლოოდ დავძლიოთ ეს გამოწვევა“, – აცხადებს პრემიერ-მინისტრი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ეროვნულ გამოცდებზე, რამდენიმე საგანში გამოცდის ხანგრძლივობა და მაქსიმალური ქულა მცირდება
Next post ოპოზიცია აქციას მართავს, მათი მოთხოვნები ცნობილია