ნინო ნადირაძე სააკაშვილზე: ჩვენი ხვეწნა-მუდარის მიუხედავად, ოჯახის წევრებს მისი ჯანმრთელობისთვის საჭირო საჭმლის კალორაჟიც არ მოაქვთ

Read Time:1 Minute, 1 Second

ნინო ნადირაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განმარტა როგორია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა. „ვივამედის“ გენერალური დირექტორის თქმით, ყველაზე ცუდია, რომ სამედიცინო სფერო შეირჩა ბრძოლის ველად და ეს ბრძოლა ექიმების გამოყენებით მიმდინარეობს.

მან ასევე აღნიშნა, რომ ოჯახი ექსპრეზიდენტს საკმარისი რაოდენობის საკვებით არ ამარაგებს.

„ჩვენც არც კრიტიკული და არც სუბკრიტიკული [მდგომარეობა] გვაქვს. ერთადერთი, რაც ყურადსაღებია, არის წონა, მაგრამ ჩვენ ამ წონას ვერასოდეს დავიჭერთ, იმიტომ, რომ ჩვენი ხვეწნა-მუდარის მიუხედავად, ოჯახის წევრებს მისი ჯანმრთელობისთვის საჭირო საჭმლის კალორაჟი არ მოაქვთ. გაბრაზებული ვარ. ეს არის ძალიან მწირი საკვები, რომელიც არ შეიძლება მოიტანო, როდესაც ადამიანი ასე ცუდად იკვებება. მისთვის საჭიროა რაც შეიძლება მრავალფეროვანი საკვები – კარგი სუნით, კარგი გემოთი. მაღაზიის მზა საკვები არ უნდა მოიტანო ამ დროს. ნამდვილად ვიცი, როცა მასთან გემრიელი საკვები მოუტანიათ, ის მას გემრიელად მიურთმევია. რომ იცი, რომ მეტწილად კვებაზეა დამოკიდებული მისი გაჯანმრთელება, 1000 კალორია მაინც მოიტანე. 500, 600, 700 კალორიის შესაბამისი საკვებით, რა თქმა უნდა წონაში კლება იქნება და ამას ვერსად გავექცევით. ის მიღებულ საკვებს ითვისებს. თუ ჭამ ბორშს ან რაღაც საჭმელს, ე.ი. შეგიძლია კვება, ამიტომ, იქნებ რამე გემრიელი მოიტანონ. არავის დავადებ ხელს, უბრალოდ ფაქტია, რომ როდესაც ენდოკრინოლოგი ითხოვს, მკურნალი ექიმი ითხოვს, რომ ცოტა მრავალფეროვანი საკვები მოიტანონ, მადისაღმძვრელი სუნებით და ამ დროს მაღაზიის ცივი საკვები მოაქვთ“, – განაცხადა ნადირაძემ.

მან ასევე განმარტა, რომ კლინიკა პენიტენციური სისტემის პაციენტების არ კვებავს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ნინო ნადირაძე: პირველი დღიდანვე, როდესაც „ემპათიის“ წევრები მოვიდნენ, ეს იყო ჩვეულებრივი თავდასხმა. ქალბატონი ჯიშკარიანი კაბინეტში კივილით შემოვარდა. მიკიოდა ბოლო ხმაზე, რომ ჩვენ ვართ უვიცები
Next post გიორგი გამსახურდია: სადაც მერაბიშვილსა და კეზერაშვილზეა საუბარი, იქ ყოველთვის არის ჩაწერები, ინტრიგები, შანტაჟი, ძალადობის ენა და უფრო მეტი რადიკალიზმი