გიორგი გამსახურდია: სადაც მერაბიშვილსა და კეზერაშვილზეა საუბარი, იქ ყოველთვის არის ჩაწერები, ინტრიგები, შანტაჟი, ძალადობის ენა და უფრო მეტი რადიკალიზმი

Read Time:27 Second

მაგათგან [მერაბიშვილთან და კეზერაშვილთან] შედარებით მელია ყინწვისის ანგელოზია, – ამის შესახებ პირველი პრეზიდენტის შვილმა გიორგი გამსახურდიამ გადაცემა „იმედი LIVE“-ში „ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბრისას განაცხადა. ამასთან, მან აღნიშნა, რომ „ნაცმოძრაობაში ძალაუფლებისთვის მებრძოლთა შორის დიდ განსხვავებას ვერ ხედავს.

„სადაც მერაბიშვილსა და კეზერაშვილზეა საუბარი, იქ ყოველთვის არის ჩაწერები, ინტრიგები, შანტაჟი, ძალადობის ენა და უფრო მეტი რადიკალიზმი, რა თქმა უნდა, რაც მელის შემთხვევაშიც ვიხილეთ – იგივე ივნისის მოვლენები, არჩევნების შემდგომი პერიოდი, მაგრამ სალაპარაკოდ შეიძლება უფრო კომფორტული იყოს. მაგრამ თვითონ ეს პოლიტიკური ძალა ამ მანერებშია გამოწრთობილი და სხვანაირად არ ძალუძს მათ, ნებისმიერი მენეჯმენტის შემთხვევაში“, – აღნიშნა გამსახურდიამ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ნინო ნადირაძე სააკაშვილზე: ჩვენი ხვეწნა-მუდარის მიუხედავად, ოჯახის წევრებს მისი ჯანმრთელობისთვის საჭირო საჭმლის კალორაჟიც არ მოაქვთ
Next post რატი იონათამიშვილი: ირაკლი კობახიძემ წერტილი დაუსვა საქართველოს წინააღმდეგ წარმოებულ ჰიბრიდულ ომს. თუ სადმე რჩებოდა სივრცე სპეკულაციისთვის, ფაქტებითა და კონკრეტული ციფრებით გაქარწყლდა