ნინო ნადირაძე: პირველი დღიდანვე, როდესაც „ემპათიის“ წევრები მოვიდნენ, ეს იყო ჩვეულებრივი თავდასხმა. ქალბატონი ჯიშკარიანი კაბინეტში კივილით შემოვარდა. მიკიოდა ბოლო ხმაზე, რომ ჩვენ ვართ უვიცები

Read Time:46 Second

ჩემთვის მთავარია, რომ პაციენტი – სულ ერთია ვინ იქნება, იყოს კარგად. მე, როგორც ექიმი, ამ წუთში ვარ აბსოლუტურად მიუკერძოებელი, – ამის შესახებ ნინო ნადირაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. „ვივამედის“ გენერალურმა დირექტორმა მარიამ ჯიშკარიანთან შეხვედრაც აღწერა.

„პირველი დღიდანვე, როდესაც „ემპათიის“ წევრები მოვიდნენ, ეს იყო ჩვეულებრივი თავდასხმა. შემოვარდა კაბინეტში ეს ქალბატონი კივილით. მიკიოდა ბოლო ხმაზე, რომ ჩვენ ვართ უვიცები. „თქვენ ვინ ხართ საერთოდ, არაფერი გაგეგებათ, თქვენ არაფერი იცით“. ყველაფერზე მეჩხუბა. ბოლოს ვერ მოვითმინე და [ვუთხარი], რომ ეს „ენკავედეს“ ბოლშევიკური ტონი დაეწია და დაეტოვებინა ჩემი კაბინეტი და მიეხედა თავისი საქმისთვის. ექსპერტიზა კი ბატონო. მეგონა შემოვიდოდნენ, ამას ექნებოდა თანამშრომლობის სახე, რომ ეს იქნებოდა აზრთა გაცვლა-გამოცვლა. ველოდები კონსტრუქციულ საუბარს და არა ასეთ აგრესიულ თავდასხმას. მას შემდეგ თვალით აღარ მინახავს. თუმცა ჩვენი კარი ყოველთვის ღია იყო, მას ნებისმიერ დროს შეეძლო მოსვლა, ნებისმიერ მათ კვლევებზე ყოველთვის მზად ვიყავით“, – აღნიშნა ნადირაძემ.

მან დასძინა, რომ თავისი კლინიკის ექიმების მიერ დასმული დიაგნოზის სისწორეში დარწმუნებულია და რეგულირების სააგენტოს მიმართავს, რომელიც უმაღლესი ინსტანციაა პაციენტის მკურნალობის სისწორის დასადგენად.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ნინო ნადირაძე სააკაშვილზე: ძალიან მიჭირს მასთან თანამშრომლების შერჩევა. არავის უნდა, ყველას ეშინია. ეს იმხელა პასუხისმგებლობაა – ხან მკურნალ ექიმს ეძახიან „მკვლელო“ და „დასაჭერი ხართ“
Next post ნინო ნადირაძე სააკაშვილზე: ჩვენი ხვეწნა-მუდარის მიუხედავად, ოჯახის წევრებს მისი ჯანმრთელობისთვის საჭირო საჭმლის კალორაჟიც არ მოაქვთ