ნინო ბურჯანაძე: ნორმალური ფსიქიკის გგონიათ ადამიანი, რომელსაც, თუ რამე არ უჭირს, 15 წელი ოჯახს ჭორვილაში აცხოვრებს?

Read Time:1 Minute, 3 Second

ნორმალური ფსიქიკის გგონიათ ადამიანი, რომელსაც თუ რამე არ უჭირს, 15 წელი ოჯახს ჭორვილაში აცხოვრებს? რა თქმა უნდა, მას არჩევანი რომ ჰქონოდა, ჭორვილაში არ იქნებოდა, მაგრამ წამოვიდა ჭორვილიდან და მთელი საქართველო გაიხადა დაცვად, – ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ ტვ. პირველის ეთერში განაცხადა.

ბურჯანაძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისთვის ხელისუფლებაში ყოფნა იყო და არის ქონების დაცვის ერთადერთი გარანტია.

„არ ვიცი, ქართველები ასეთი მიმნდობები ვართ, თუ ხანდახან მართლა გვინდა დავიჯეროთ რაღაც. ძალიან ბევრ ადამიანს ჰქონდა ეს ინფორმაცია, მაგრამ დანარჩენ მოსახლეობას კითხვა უნდა გასჩენოდა, ეს კაცი, მილიარდები რომ აქვს, 15 წელი ჭორვილაში რატომ ზის. ჭორვილიდან ხალხი მორბის. მის ქონებას ემუქრებოდა საფრთხე, მისი ქონება ნაშოვნია თაღლითური მეთოდებით, მათ შორის ძალიან ბევრი ადამიანის გადაგდებით, ზოგი მათგანი რაღაც პერიოდი ციხეში იყო, ზოგი იმ ქვეყანას არის, მაგრამ ის თავს მშვიდად ვერ გრძნობდა, მისი ერთადერთი დაცვა იყო ჭორვილაში ყოფნა.

თქვენ ახლა ნორმალური ფსიქიკის გგონიათ ადამიანი, რომელსაც თუ რამე არ უჭირს, 15 წელი ოჯახს ჭორვილაში აცხოვრებს? ხუთი მილიარდი რომ აქვს? რა თქმა უნდა, მას არჩევანი რომ ჰქონოდა, ჭორვილაში არ იქნებოდა, მაგრამ წამოვიდა ჭორვილიდან და მთელი საქართველო გაიხადა დაცვად. მისი ხელისუფლებაში ყოფნა იყო და არის ერთადერთი გარანტია ქონების დაცვის, მაგრამ როგორც თადარიგიანმა კაცმა, როგორც ალღოიანმა ბიზნესმენმა, მან დაუშვა ის მომენტი, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში, თუ ოპოზიცია მოიპოვებს და ჩვენ მოვიპოვებთ ვადამდელ არჩევნებს, მის ძალაუფლებას საფრთხე დაემუქრება, მის მილიარდებსაც საფრთხე დაემუქრება“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post დავით სერგეენკო: „ქართულ ოცნებაში“ ბევრი ახალი სახე იქნება
Next post ბიძინა ივანიშვილი – ვერცერთი მატერიალური სიკეთე ახლოს ვერ მოვა იმ სულიერ კმაყოფილებასთან, რასაც ადამიანს ანიჭებს შესაძლებლობა, დაეხმარო შეჭირვებულს, შენს ხალხს, ქვეყანას