დავით სერგეენკო: „ქართულ ოცნებაში“ ბევრი ახალი სახე იქნება

Read Time:26 Second

პარტია „ქართულ ოცნებაში“ ბევრი ახალი სახე იქნება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, პარტიის იდეოლოგიური პლატფორმა და მთავარი ორიენტირები არ შეიცვლება.

„ასეთი გეგმა შემუშავდა, რომ უახლოეს დღეებში იქნება პარტიის ყრილობა, სადაც განისაზღვრება საკადრო-საორგანიზაციო საკითხები. ის, რაც არის, თუ შეიძლება ასე ითქვას, პარტიის იდეოლოგიური პლატფორმა, რაც არის მისი მთავარი ორიენტირები, ცალსახად არ შეიცვლება. რაც შეეხება ახალ სახეებს, ყრილობაზე ალბათ გამოჩნდება. უახლოეს დღეებში იქნება ყრილობა და ბევრი ახალი სახე იქნება, ოღონდ არა მთავარ მმართველობით ორგანოში, თვითონ პარტიაში ბევრი ახალი სახე იქნება“, – განაცხადა სერგეენკომ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, მთავრობა 1-ლი თებერვლიდან ბიზნესსექტორების გახსნაზე აქტიურად მუშაობს
Next post ნინო ბურჯანაძე: ნორმალური ფსიქიკის გგონიათ ადამიანი, რომელსაც, თუ რამე არ უჭირს, 15 წელი ოჯახს ჭორვილაში აცხოვრებს?