მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, მთავრობა 1-ლი თებერვლიდან ბიზნესსექტორების გახსნაზე აქტიურად მუშაობს

Read Time:43 Second

პრემიერ-მინისტრის დავალებით ბიზნესის წარმომადგენლებთან ინტენსიური შეხვედრები გრძელდება. შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის დაწყებამდე, მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა სავაჭრო მოლების წარმომადგენლებთან.

შეხვედრას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები ირაკლი ნადარეიშვილი და გენადი არველაძე, შრომითი ინსპექციის ხელმძღვანელი ბექა ფერაძე, ბიზნესომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელი ნინო კვეტენაძე და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ხათუნა ზახაშვილი ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე კიდევ ერთხელ განიხილეს ის სტანდარტები, რაც მოლების უსაფრთხო გახსნისა და ეპიდემილოგიური უსაფრთხოების დაცვისთვისაა სავალდებულო.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ირაკლი ნადარეიშვილის თქმით, საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს 1-ლი თებერვლიდან ბიზნესსექტორების გახსნაზე.

„ამ ფარგლებში შედგა მორიგი სამუშაო შეხვედრა სავაჭრო სექტორთან, სადაც განვიხილეთ ის პირობები, თუ რისი დაკმაყოფილება მოუწევს სექტორს იმისთვის, რომ 1-ლი თებერვლიდან ფუნქციონირება, საქმიანობა შეუფერხებლად განაახლოს. მათ შორის, ეს მოიცავს როგორც წინა პერიოდში შემუშავებულ და განხორციელებულ რეგულაციებს, ასევე განიხილება კომპანიების თანამშრომლების რეგულარული გატესტვა, რომელიც იქნება ერთ-ერთი პირობა იმისა, რომ ბიზნესმა უწყვეტ რეჟიმში გააგრძელოს მუშაობა“, – აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 857 ადამიანს დაუდასტურდა 993 კი გამოჯანმრთელდა
Next post დავით სერგეენკო: „ქართულ ოცნებაში“ ბევრი ახალი სახე იქნება