ნიკოლოზ ნამორაძე “ჰონენსის” კონკურსის პირველი ქართველი გამარჯვებულია

Read Time:3 Minute, 18 Second

კანადური “ჰონენსი” (1991) პიანისტთა საერთაშორისო კონკურსიარომელიც სამ წელიწადში ერთხელ კალგარიში ტარდება და შეიძლება ითქვასრომ მსოფლიოს ერთერთი ყველაზე პრესტიჟული და განსაკუთრებული სიმკაცრით გამორჩეული მუსიკალური ასპარეზობაარომელსაც არა აქვს მეორე და მესამე ადგილებიმხოლოდ – პირველიმისი საპრიზო ფონდიც გამორჩეულია. 1990 – იანების დასაწყისში მოყვარულმა პიანისტმა ესთერ ჰონენსმა ხუთი მილიონი დოლარი მუსიკოსების მხარდამჭერი საერთაშორისო კონკურსის დაფუძნებისთვის გამოჰყო და მას მერე “ჰონენსის” საკონკურსო ფონდი საფერტეპიანოსაშემსრულებლო სფეროში სიდიდითაც გამორჩეულიამაგალითად, 2018 წლის კონკურსის პირველმა ქართველმა გამარჯვებულმაპიანისტმა და კომპოზიტორმა ნიკოლოზ ნამორაძე ასი ათასი კანადური დოლარის გარდა, “არტისტული განვითარებისთვის” ნახევარი მილიონი კანადური დოლარი მიიღოიგი მესამე პრიზიორია მას მერერაც საორგანიზაციო საბჭომ გადაწყვიტარომ გამარჯვებული ყველაფერს იღებსკონკურსის დევიზია “XXI საუკუნის პიანისტები XXI საუკუნის მსმენელებს“.

  • როდის მიიღეთ ამ კონკურსში მონაწილეობის გადაწყვეტილება და რატომ

– ვიდრე “ჰონენსის” კონკურსში მონაწილეობას გადავწყვეტდირამდენიმე წელი კონკურსში მონაწილეობა არ მიმიღიავთვლირომ ეს კონკურსი  სხვადასხვა მიზეზის გამო მართლაც უნიკალურიაპირველ რიგშიის სოლო და საფორტეპიანო კონცერტის ტურში რეპერტუარის არჩევისას სრულ თავისუფლებას გაძლევს. ასევე, დიდ მნიშვნელობას ანიჭებს კამერულ მუსიკასმოიცავს პიანისტებთან ინტერვიუსრომლის მიზანია პოდიუმის მიღმა კონკურსანტების გაცნობაზოგადად კიკონკურსის ფილოსოფია სრულყოფილი არტისტის ეთოსს ეფუძნება.

  • რომელი ნაწარმოებები შეასრულეთ და როგორი იყო მათი შერჩევის პრინციპი?

კონკურსანტებს პროგრამა სამი და ოთხი წინასწარ განსაზღვრული რეპერტუარიდან კამერული მუსიკის ორი ტურისთვის უნდა შეერჩიათთითოეული მათგანი განსაკუთრებული იყომაგრამ მე არჩევანი შევაჩერე იმ პროგრამაზერომელიცჩემი აზრითჩემ მუსიკალურ შესაძლებლობებს ყველაზე უკეთესად წარმოაჩენდასოლო ტურისთვის მე შევარჩიე კონკურსისთვის საკმაოდ უჩვეულო პროგრამაბახისა და შუმანის ფართომასშტაბიანი ნაწარმოებები და ჩემი საკუთარი სამი ეტიუდიჩავთვალერომ ეს პროგრამა ჩემ არტისტულ პროფილს ყველაზე მკაფიოდ ასახავდა დარაც მთავარია, “ჰონენსი” იყო ის ადგილისადაც ასეთი პროგრამით წარდგენა შესაძლებელი იქნებოდაჩემი არჩევანი ფინალური ტურისთვის – ბრამსის მეორე საფორტეპიანო კონცერტი – კონკურსისთვის ასევე არაორდინალური იყომისი ზომისა და სიძნელის გათვალისწინებითამ ნაწარმოებს თან ახლავს ორკესტრთან მომზადების პროცესიცთან ამისთვის გამოყოფილ მცირე სარეპეტიციო დროშიმაგრამ მე ეს ნაწარმოები ისე მიყვარსრომ ამ ჯერზე ჩემს გულისთქმას ვენდე.

  • ვინ იყვნენ თქვენი კონკურენტები და როგორია ამ კონკურსის ასაკობრივი ზღვარი?

ოფიციალური ასაკობრივი ზღვარი არის 18– დან 30 წლამდეყველაზე ახალგაზრდა კონკურსანტი იყო 21-ისხოლო ყველაზე უფროსი – 29 წლისკანადაში ნახევარფინალისთვის ათი კონკურსანტი ცხრა ქვეყნიდან იქნა შერჩეული  (50 პიანისტი იქნა შერჩეული საერთაშორისო მეოთხედფინალური ტურიდანრომლებიც თავის მხრივ შეირჩა კონკურსში მონაწილეთა ასობით მსურველთაგან). საინტერესო დამთხვევაარომ სამივე ფინალისტი “ჯულიარდში” ერთი და იგივე დროსერთსა და იმავე პედაგოგთანიოჰევედ კაპლინსკისთან ვსწავლობდითერთი მათგანი ჩემი ჯგუფელიც კი იყოჩვენ კარგად ვიცნობთ ერთმანეთს და კიდეც ვხუმრობდითრომ ფინალური ტური სტუდია – კლასს გვაგონებდაგანსაკუთრებული გრძნობა იყო სცენაზე ყოფნა ამხანაგების გვერდითრამაც დაძაბულობა ცოტათი შეგვიმსუბუქანებისმიერი შედეგის შემთხვევაშიჩვენ ერთმანეთის წარმატება გაგვიხარდებოდა.

  • რა იყო მნიშვნელოვანი თქვენთვის ამ კონკურსში და რატომ?

ჩემთვის სრულყოფილი არტისტის იდეარომელსაც ეს კონკურსი ეფუძნებაძალიან მნიშვნელოვანიაეს არის კონცეფცია ისეთი მუსიკოსისარომელიც შთაგონებას იღებს სხვადასხვა სფეროდანფორტეპიანოს მიღმამისი დაკვრის მანერა კი   მრავალფეროვნებას ასახავს. “ჰონენსის” მისიისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია მსმენელთან მუსიკის სხვადასხვა გზით მიტანა და ახალი მსმენელის მოზიდვასწორედ ეს არის ისრისიც მე მტკიცედ მჯერა.

  • რას ნიშნავს “არტისტის განვითარების” პროგრამა და რას გეგმავთ ამასთან დაკავშირებით?

არტისტის განვითარების” პროგრამა, რომელიც შეფასებული ნახევარ მილიონ კანადურ დოლარადარის “ჰონენსის” ყველაზე მნიშვნელოვანი და განსაკუთრებული ნაწილიმე მეყოლება ნიუ იორკის წამყვანი აგენტიასევე, ამ პროგრამის ფარგლებში მომეცემა საშუალება სადებიუტო კონცერტებით გამოვიდე მსოფლიოს ისეთ წამყვან დარბაზებშიროგორიცაა “კარნეგი ჰოლი” ნიუ იორკში (კონცერტი მომავალი წლის10 თებერვალს გაიმართება), “ვიგმორ ჰოლში” – ლონდონში და “კონცერტჰაუსში” – ბერლინშიჩანაწერების გაკეთებისა “ჰონენსის“, “ჰაიპერონისა” და “სტეინვეის” ჩამწერ სტუდიებთანკონცერტების გამართვისა ისეთ ორკესტრებთანროგორიცაა ლონდონის ფილარმონიული ორკესტრი და მონაწილეობის მიღებისა მსოფლიოს წამყვან ფესტივალებშიეს არის სრულიად გამორჩეული შესაძლებლობა და ამ ყველაფრის დაწყებას მოუთმენლად ველი!

  • არის თუ არა თქვენთვის  საკონკურსო ფორმატი კვლავ აქტუალური?

კონკურსებს მოვრჩი! “ჰონენსის” ჯილდო მსოფლიოში ყველაზე დიდი პრიზია საფორტეპიანო შემსრულებლისთვის და მისი არტისტის განვითარების პროგრამის დახმარებით ჩემიროგორც საკონცერტო პიანისტის კარიერა დაიწყოუკან მოხედვა აღარასდროს დამჭირდებაკონკურსებში მარტო იმისთვის ვიღებთ მონაწილეობასრომ კონცერტების დაკვრის შესაძლებლობა მოგვეცესვთვლირომ ამ შემთხვევაში მე ზალიან გამიმართლა.

თქვენ რომ იყოთ კონკურსის დამფუძნებელიროგორი მოდუსის მატარებელი იქნებოდა იგი?

ეს ძალიან კარგი და საინტერესო კითხვააალბათსწორედ “ჰონენსის” მსგავსიერთირასაც სავარაუდოდ დავამატებდი – ეს არის მოთხოვნა ბოლო ათწლეულში შექმნილი მუსიკის დაკვრისარადგან მტკიცედ მჯერა რომ შემსრულებლებს უნდა ჰქოდეთასე ვთქვათიმის მოვალეობაგნებავთპასუხისმგებლობარომ  თანამედროვე კომპოზიტორების ნაწარმოებები შეასრულონ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post რა სარგებელი მოუტანა ისრაელსა და საბერძნეთს კანაფის სამედიცინო წარმოებამ
Next post აკი ბაშო | ტოჩინოშინი დიდ ჩემპიონ კისენოსატოსთან დამარცხდა