გოგა პიპინაშვილი საქართველოს თეატრალურმა საზოგადოებამ ნომინაციაში „მამაკაცის საუკეთესო როლი“ დააჯილდოვა

Read Time:28 Second

2024 წლის 14 იანვარს, საქართველოს თეატრალურმა საზოგადოებამ ქართული თეატრის დღე მწერალთა სახლში აღნიშნა. შეკრებილი საზოგადოების მსჯელობის მთავარ საგანს წარმოადგენდა ჟურნალი „თეატრი“ და ქართული მწერლობა.

მწერალთა სახლის დირექტორმა ქეთევან დუმბაძემ და თეატრალური საზოგადოების თავმჯდომარემ გიორგი გეგეჭკორმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.

ღონისძიების დასასრულს, თეატრალური საზოგადოების თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი ხვთისიაშვილმა გამოაცხადა თეატრალური სეზონის ყოველწლიური კონკურსის სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულთა გვარები. თეატრალური საზოგადოების სახელობითი პრემიებით დაჯილდოვდნენ ცნობილი მსახიობები და რეჟისორები. ასევე, სახელობითი ჯილდოები და საპატიო სიგელები გადაეცათ სხვსდასხვა თეატრებში მოღვაწე ხელოვანებს.

ნომინაციაში „მამაკაცის საუკეთესო როლი“ მამიას როლის საუკეთესოდ შესრულებისათვის სპექტაკლში „უხერხემლო“ დაჯილდოვდა მიხეილ თუმანიშვილის თეატრის მსახიობი გოგა პიპინაშვილი.

 

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი კობახიძე – ჩვენი სურვილი და მიზანია გავაღრმაოთ ჩინეთთან თანამშრომლობა სხვადასხვა დონეზე, სხვადასხვა მიმართულებით, პოტენციალი არის ძალიან დიდი
Next post აზერბაიჯანში მიწისძვრა მოხდა