რა სარგებელი მოუტანა ისრაელსა და საბერძნეთს კანაფის სამედიცინო წარმოებამ

Read Time:1 Minute, 6 Second

ისრაელი პირველი სახელმწიფოა ახლო აღმოსავლეთში, სადაც კანაფის დეკრიმინალიზება მოხდა. კანაფი ისრაელში სასოფლო-სამედიცინო კულტურად არის აღიარებული. ისრაელის სოფლის მეურნეობის სამინისტროს გათვლით, სამედიცინო კანაფის ექსპორტი ქვეყანას 250 მილიონიდან 1 მილიარდ ევრომდე შემოსავალს მოუტანს. ისრაელი კანაფის ექსპორტით მსოფლიო ბაზრის ერთ-ერთი მსხვილი მოთამაშე გახდა.

ისრაელში ადგილობრივ ფერმერებს კანაფის მოყვანის მიზნით, მთავრობა სოლიდურ გრანტებს სთავაზობს. ისრაელში რამდენიმე კვლევითი ცენტრია, სადაც კანაფის სამედიცინო შესაძლებლობებს სწავლობენ და მას ამ დანიშნულებით ავითარებენ. ბოლო ერთი წლის განმავლობაში 25 ათასზე მეტ მოქალაქეს მიეცა სამედიცინო კანაფით სარგებლობის უფლება.

არასამედიცინო მიზნებისთვის კანაფის გამოყენება ისრაელში დეკრიმინალიზებულია, თუმცა ის მოქალაქეებისთვის ადვილად ხელმისაწვდომი და საშოვნელი არ არის, რადგან ისევ დასჯადი ქმედებაა როგორც კანაფის გასაღება, ასევე ხალხმრავალ ადგილებში მისი მოწევა.

საბერძნეთში კი ეკონომიკის ჩამოშლისა და ვალების შემდეგ, დღის წესრიგში დადგა სამედიცინო მიზნებისთვის კანაფის წარმოების ლეგალიზება. საბერძნეთი კანაფის წარმოების ლეგალიზებით (და არა მოხმარების), მილიარდიან სარგებელს ელოდება.

საბერძნეთში კანაფთან დაკავშირებით სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა იმ შემთხვევაში დგება თუ მისი ოდენობაა 0.5 გრამს აღემატება. კანაფის სრულ ლეგალიზებაზე საბერძნეთის მთავრობა ჯერ არ საუბრობს. იმის ფონზე, რომსაბერძნეთს ევროკავშირის ქვეყნებს შორის ყველაზე დიდი ვალი აქვს, პრემიერმინისტრ ციპრასის მთავრობამ გადაწყვიტა რომ კრიზისის დაძლევის ერთ-ერთი გზა კანაფის სამედიცინო მიზნებისთვის გამოყენებას დაწყებაა. ამით იმედოვნებენ, რომ ქვეყანში, ერთი მხრივ, სამუშაო ადგილები შეიქმნება, მეორე მხრივ კი ექსპორტი ქვეყანას 10 წლის განმავლობაში 200 მილიარდ ევროს მოუტანს.

“იმედის კვირამ” მოამზადა ორი სიუჟეტი იმის შესახებ თუ რა სარგებელი მოუტანა კანაფის სამედიცინო მიზნებისთვის წარმოებამ და ექსპორტმა ისრაელსა და საბერძნეთს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ნიკა გვარამია – სალომე მოღალატეა, ჭამეთ წიწაკა და იყავით პატრიოტები
Next post ნიკოლოზ ნამორაძე “ჰონენსის” კონკურსის პირველი ქართველი გამარჯვებულია